Saturday, June 1, 2013

„ფორდი“ ჰიბრიდების გაყიდვების საკუთარ რეკორდს აუმჯობესებს

Ford Posts Hybrid Vehicle Sales Record
1 ივნისი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ ჰიბრიდების სეგმენტში, მისმა გაყიდვებმა გასულ ხუთ თვეში, მთელი წლის რეკორდი უკვე გააუმჯობესა. მასის ჩათვლით, ამერიკულმა კომპანიამ დაახლოებით 37 000 ჰიბრიდული ავტომობილი უკვე გაჰყიდა. ეს კი უკვე მეტია შარშანდელი რეკორდული მთელი წლის მაჩვენებელზე, რომელმაც 35 496 ავტომობილი შეადგინა.

„დაუღალავად ვმუშაობთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ჰიბრიდული ავტომობილი გამოვუშვათ და ელექტრიფიცირებულ ავტომობილებზე ბაზრის მოთხოვნა მეტნაკლებად დავაკმაყოფილოთ. მიღწევები, რომლებიც ჰიბრიდების სეგმენტში გვაქვს, ჩვენ დამატებით ენერგიას გვანიჭებს“, - ამბობს „ფორდის“ ამერიკული გაყიდვების ანალიტიკოსი ერიხ მერკლე.
ცისფერი ოვალის მიერ გამოქვეყნებული პრეს რელიზის შესაბამისად, ამერიკის ჰიბრიდული ავტომობილების ბაზარზე, „ფორდზე“ უკეთესი გაყიდვები მხოლოდ „ტოიოტას“ აქვს. მის წილად კი ამ ბაზრის 15.5 პროცენტი მოდის. აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ, „ტოიოტა“ ჰიბრიდების სეგმენტის ეული მოთამაშე იყო.

„ფორდის“ ჰიბრიდული და ელექტრული ავტომობილების გამაში შემდეგი ავტომობილები შედის: „C-მაქს ჰაიბრიდი“, „C-მაქს ენერჯი“ (პლაგ-ინ), „ფიუჟნ ჰაიბრიდი“, „ფიუჟნ ენერჯი“ (პლაგ-ინ), „ლინკოლნ MKZ ჰაიბრიდი“ და ელექტრომობილი „ფოკუს ელექტრიკი“.

No comments:

Post a Comment