Monday, May 20, 2013

ფორმულა E-ს პარტნიორი „რენოც“ იქნება (ვიდეო)

Formula E touts Renault relationship with new car design
20 მაისი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია დაჟინებით ცდილობს ახალი, ელექტრონული სარბოლო სერიის ჩამოყალიბებას. უკვე შექმნილია სარბოლი ავტომობილის პროტოტიპი სახელად „ფორმულეკ EF01“, რომელასაც მსოფლიოს უდიდეს ქალაქებში დაატარებენ და ახალ სერიას რეკლამას უწევენ. მიმიდანრეობს სრულფასოვანი საჯინიბოების ჩამოყალიბება და პირველი კალენდრის შედგენა. ამასთან, ახალი სერიის ორგანიზატორები ტექნიკურ პარტნიორებსაც იწვევენ.
ერთ-ერთი ასეთი პარტნიორი „მაკლარენია“, რომელიც ძღავების მწარმოებელ „ციტეკთან“ ერთად, სარბოლი ტექნიკის წარმოებაში მიიღებს მონაწილეობას. ახლახანს კი ბრიტანულ კომპანიას ფრანგული „რენო“ დაემატა. ახლახანს კი გამოქვეყნდა იმ სარბოლი ავტომობილის ფოტოები, რომლის მსგავსებიც ფორმულა E-ს პირველ სეზონში იასპარეზებენ.
ახალი ელექტრონული ბოლიდის სახელია „სპარკ რენო SRT 01E“. საჩვენებლად მისი ზედაპირი ალუმინისფრად შეღებეს და სარკისებრად აალაპლაპეს. მას ვერც ფ3-ის და ვერც ფ1-ის მანქანას ვერ მიამსგავსებთ. უფრო ინდიქარის ბოლიდს ჰგავს. რა თქმა უნდა, ის აეროდინამიკური ელემენტებითაა აღჭურვილი, რაც გზასთან ბორბლების უკეთესი ჩაჭიდებისთვისაა. ამ ავტომობილს ნაწილობრივ დახურული ბორბლები აქვს, რაც მათ გარშემო ჰაერის ტურბულენტურობას ამცირებს და ამგვარად, ავტომობილის უკან არსებულ სივრცეში ჰაერი ნაკლებად გაუხშოებულია.
ფრანგული კომპანია და მისი სპორტული შტო „რენო სპორტ ტექნოლოჯიზი“ პროექტზე მუშაობისას, ფორმულა ერთში და საგზაო ელექტრომობილების წარმოებაში დაგროვილ გამოცდილებას გამოიყენებენ. მათი პარტნიორი კი კომპანია „სპარკ რეისინგ ტექნოლოჯიზი“ იქნება, რომელიც მანქანის ელექტრონულ კომპონენტებზე, ასევე ძრავის შესაძლებლობათა გაუმჯობესებაზე იმუშავებს.
ახალი პარტნიორების გაცნობასთან ერთად, ფორმულა E-მ გამოაცხადა ქალაქი, რომელიც პირველი სეზონის ათიდან ეტაპიდან მეცხრეს უმასპინძლებს. ესაა ბანგკოკი (ტაილანდი). შეგახსენებთ, რომ რბოლები ქალაქების ქუჩებში ჩატარდება - რამდენადც ელექტროძრავი უხმაუროდ მუშაობს, ქალაქში ელექტრომობილების რბოლების ჩატარება პრობლემა არ იქნება.
დანარჩენი რვა ქალაქი, რომლებსაც ფორმულა E-ს რბოლების მასპინძლობა ეგრო წილად: ლოს ანჯელესი, მაიამი (ორივე აშშ), რიო დე ჟანეირუ (ბრაზილია), ბუენოს აირესი (არგენტინა), ლონდონი (ბრიტანეთი), რომი (იტალია), პეკინი (ჩინეთი), პურტაია (მალაიზია). დარჩენილი ერთი ქალაქის სახელი მოგვიანებით გამოქვეყნდება.


ვიდეო

No comments:

Post a Comment