Monday, May 20, 2013

„ჰიუნდაიმ“ ჩეხეთში მემილიონე ავტომობილი გამოუშვა


Hyundai Builds One Millionth Car in Its Czech Republic Plant
20 მაისი
„ჰიუნდაიმ“ თავის ჩეხურ ქარხანაში, რომელიც ქალაქ ნოსოვიცეში მდებარეობს, მემილიონე ავტომობილი გამოუშვა. ამ მიღწევისთვის, კორეულ კომპანიას ხუთი წელი დასჭირდა. პირველი მანქანა მისი კონვეიერიდან 2008 წლის 3 ნოემბერს ჩამოვიდა. მემილიონე ავტომობილის საპატიო ნომერი, ახალი თაობის კომპაქტურმა ჰეჩბეკმა i30-მა მიიღო, რომლის გარდა, ნოსოვიცეს ქარხანა ასევე სუბკომპაქტურ მინივენ ix20-ს და უგზოობის კომპაქტურ ix35-ს აწარმოებს.

ნოსოვიცეს ქარხანა i30 სამ და ხუთკარიან ჰეჩბეკებს, ასევე მის უნივერსალის ძარიან ვერსიას აწარმოებს. „ჰიუნდაიმ“ ამ ქარხნის ასაშენებლად და ეკიპირებისთვის 1.2 მილიარდი ევრო დახარჯა. ქარხანამ სრული სიმძლავრით (წლიურად 200 000 ავტომობილს უშვებს) მუშაობა 2010 წელს დაიწყო. ერთი წლის შემდეგ კი ქარხანაში მესამე ცვლა ამუშავდა, რითაც წარმოების მოცულობა 300 000-მდე გაიზარდა.
„ჩვენი ჩეხური ქარხანა, ევროპულ ბაზარზე ჩვენს მიღწევათა სული და გულია. აქ ჩვენს ორ ყველაზე გაყიდვად ავტომობილს ვაწარმოებთ. კონვეიერიდან ყოველ წუთში ახალი ავტომობილი ჩამოდის. აქ გამოშვებული ix35 და ახალი თაობის i30 ის ავტომობილებია, რომლებმაც შარშან ევროპული ბაზრის 3.5 პროცენტი მოგვაპოვებინა, რაც ჩცენი კომპანიისთვის რეკორდული მაჩვენებელია“, - ამბობს „ჰიუნდაი მოტორ იუროპის“ უფროსი ვიცე პრეზიდენტი და მთავარი ოპერატიული ოფიცერი ალან რაშფორტი.
ქარხანაში 3 500 ადამიანია დასაქმებული, დაახლოებით 7 000 ადამიანი კი მიმწოდებელი კომპანიების ქარხნებში მუშაობს. „ჰიუნდაი მოტორ მენუფექჩურინგ ჩეხს“ წლიური ბრუნვა 3.2 მილიარდი ევრო აქვს და თანამშრომლებს წლიურად 47 მილიონ ევროს უხდის. ნოსოვიცესა და თურქული ქარხნები, ერთად იმ ავტომობილების 70 პროცენტს აწარმოებენ, რომლებსაც „ჰიუნდაი“ ევროპაში ჰყიდის. ჩეხეთში წარმოებული ავტომობილები აღმოსავლეთ ევროპაშ, აფრიკაში, კარიბეთში, ოკეანეასა ავსტრალიაშიც იყიდება. სხვათა შორის, ავსტრალია მე-60 ქვეყანაა, სადაც ნოსოვიცეში წარმოებული მეორე თაობის i30 იყიდება.

No comments:

Post a Comment