Monday, May 20, 2013

ფორდის ოჯახმა სპეციალური აქციები შეინარჩუნა


Ford family keeps special voting rights
20 მაისი
ათწლეულების განმავლობაში, „ფორდ მოტორ კომპანის“ სააქციო სტრუქტურას, ორი ტიპის - A და B კლასის აქციები აყალიბებს. საფონდო ბირჟაზე მიმოქცევაში პირველი კლასის დაახლოებით 3 მილიარდი აქცია ცირკულირებს, B კლასის აქციების რაოდენობა კი დაახლოებით 71 მილიონია და მათ მთლიანად ფორდის ოჯახი ფლობს.

A კლასის ყოველ აქციას ერთი აქციონერის საარჩევნო ხმა შეესაბამება, B კლასისას კი - 16 ხმა. ასეთი სტრუქტურის შედეგად, აქციონერები კომპანიის დაახლოებით 60 პროცენტს აკონტროლებენ, დანარჩენი კი, მიუხედავად იმისა, რომ მათ ხელში გაცილებით ნაკლები აქციაა, ფორდის ოჯახის ხელშია. ამ პროპორციის შეცვლის ერთადერთი გზა, თითქოს ოჯახის მიერ საკუთარი აქციების გაყიდვა შეიძლება იყოს. მაგრამ ასე არ არის. ამის მიზეზი კი ისაა, რომ თუ ოჯახი B კლასის აქციების ნაწილს შეელევა, მაშინ ისინი ავტომატურად A კლასის აქციებად გადაიქცევა. ასე რომ, კომპანიაზე კონტროლის დასაკარგად, ოჯახმა თავისი აქციები მთლიანად უნდა გაჰყიდოს.

ბუნებრივია, A კლასის აქციების მფლობელების ნაწილს ასეთი სტრუქტურა არ აწყობს. ისინი თვლიან, რომ ორი კლასის აქციების სისტემა არასამართლიანია. და ამ თემაზე მათ ბოლო წლებში რამდენიმე კენჭისყრა ჩაატარეს. მაგრამ ყოველთვის ხელცარიელი რჩებოდნენ. ხელ მათ ამჯერადაც მოეცარათ. აქციონერთა ყოველწლიურ შეხვედრაზე, მხოლოდ 33-მა პროცენტმა მისცა ხმა სისტემის რეორგანიზაციას, 67 აქციონერი კი წინააღმდეგი წავიდა.
კომპანიამ დამოუკიდებელ დირექტორად ელენ მარამი აირჩია. ის არის პირველი ქალი მენეჯერი, რომელმაც ეს პოსტი დაიკავა. მარამი კომპანია „ტროპიკანას“ ყოფილი მთავარი აღმასრულებელია, ბოლო ოცი წელი კი ცისფერი ოვალის დირექტორთა საბჭოში გაატარა. ის ასევე საბჭოს წევრ ირვინ ჰოკედეის შეცვლის, ვინც თავის დროზე, ბილ ფორდთან ერთად, კომპანიის მთავარ აღმასრულებლად „ბოინგიდან“ ალან მიულალის (ფოტოზე წითელი ჰალსტუხით, ბილ ფორდთან ერთად) მოწვევის ერთ-ერთი მოთავე იყო.

No comments:

Post a Comment