Monday, May 20, 2013

„ფორდის“ ელექტრომობილებს „აეროვირონმენტის“ აპარატები დამუხტავს

Ford taps AeroVironment for home-charging systems
20 მაისი
„ფორდი“ თავისი ელექტრომობილების მყიდველებზე ზრუნვას მეტი მონდომებით შეუდგა. თავის ახალ პარტნიორთან, კომპანია „აეროვირონმენტთან“ ერთად, საკუთარი სახლის მფლობელ ელექტრომობილების მყიდველს, სახლის მეორე დონის დასამუხტ მოწყობილობას მიაწვდის.
„აეროვირონმენტი“ იმ მყიდველს, რომლებმაც „ფორდისგან“ პლაგ-ინ ჰიბრიდულ „C-მაქსი“ და „ფიუჟნი“, ასევე ელექტრომობილი „ფოკუს ელექტრიკი“ შეიძინეს, სახლში დასაყენებლად 240-ვოლტიან სისტემებს მიაწვდის. ამ აპარატებით, პლაგ-ინ ჰიბრიდული ავტომობილების ელემენტების ბლოკები სრულად დაახლოებით სამ საათში დაიმუხტება. ელექტრომობილებს კი იგივესთვის დაახლოებით ოთხი საათი დასჭირდება.

ცისფერ ოვალს პირველ კვარტალში დაახლოებით 3 000 პლაგ-ინ ჰიბრიდული ავტომობილი აქვს გაყიდული, რომელთაგან თითქმის ნახევარი „C-მაქსია“. შედარებისთვის, იმავე პერიოდში „ნისანმა“ 5 500 ცალი ელექტრომობილი „ლიფი“ გაჰყიდა, „ჯენერალ მოტორსმა“ კი 5 550-ზე მეტი გაზრდილი სვლის სიშორის მქონე პლაგ-ინ ჰიბრიდული „შევროლე ვოლტი“.
„აეროვირონმენტმა“ შარშან მთელს ამერიკაში 10 000-ზე მეტი დასამუხტი საშუალება დაამონტაჟა. ამ საქმეში ის „ნისანის“ პირველი პარტნიორია, ამიერიდან კი „ფორდთანაც“ ითანამშრომლებს, რომელსაც უკვე 11 000-ზე მეტი ელექტრომობილი და პლაგ-ინ ჰიბრიდული ავტომობილი აქვს გაყიდული და ამ მაჩვენებლის მნიშვნელოვნად გაზრდას მოელის.

No comments:

Post a Comment