Saturday, May 11, 2013

„ლამბორგინი ეკოსტა კონცეპტი“ - ხარი, რომელიც კოსმოსში გაფრენას აპირებს

უახლესი ცნობა
Lamborghini Ecosta Concept Debuts at End of Grande Giro Lamborghini
11 მაისი
ჯერ გიჟური „ვენენო“, ახლა არაამქვეყნიური „ეკოსტა“ – „ლამბო“ თავისი დაარსებიდან 50 წლის იუბილეს ზეიმობს, რასთან დაკავშირებითაც, იტალიაში სპეციალური ღონისძიება ეწყობა. მასზე კი სანტ’აგატა ბოლონეზელებმა ეს კონცეპტუალური ავტომობილი ამ წუთებში გამოფინეს. ფოტოები ტელეფონებითაა გადაღებული და ისინი ფეისბუკზე გავრცელდა.
ტვიტერზე გავრცელებული ინფორმაცია კი ირწმუნება, რომ კონცეპტუალური „ეკოსტა“, არც მეტი, არც ნაკლები, „ფოლკსვაგენის“ მთავარ დიზაინერ ვალტერ დე სილვას ნახელავია. ჯერჯერობით მის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ კომპანიამ „ვენენო“ სამ ეგზემპლარად გამოუშვა, დიდი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „ეკოსტაც“ თითზე ჩამოსათვლელ კოლექციონერებს გააბედნიერებს. თანაც, ძალიან ძვირ ფასად...
ამ ავტომობილის დიზაინი პირველ რიგში, სამხედრო „უხილავ“ თვითმფრინავ „სტელსს“ მოგაგონებთ. ის დახუნძლულია აეროდინამიკური ელემენტებით. უკან საყრდენი „ლანჩა სტრატოსის“ სტილში, წინისკენაა დახრილი. კოკპიტი სამხედრო თვითმფრინავის ტიპის, მთლიანად გამჭვირვალე და ფერადად შებურული სანთლითაა დახურული. ამ ეტაპზე უცნობია, რომელი მოდლის ბაზაზეა აგებული ეს ავტომობილი და რომელი ძრავი ანიჭებს მას მამოძრავებელ ძალას.
P.S. მოგვიანებით გაირკვა, რომ ავტომობილს "ეგოისტა" ჰქვია - ის ერთადგილიანია. რაც შეეხება დიზაინს, შთაგონების წყაროდ სამხედრო მოიერიშე ვერტმფრენი "აპაჩია" გამოყენებული. კოკპიტის ხუფი, ანუ სანთელი, მოსახსნელია და ავტომობილი როდსტერად გარდაიქმნება. გაირკვა ისიც, რომ ავტომობილი 5.2-ლიტრიანი V10 ძრავითაა აღჭურვილი, რომელთა მახასიათებლებიც ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.
დაკიდევ, "ეგოისტას" წარმოება არ იგეგმება. დე სილვას თქმით: "რდ ავტომობილი ერთი ადამიანისთვისაა შექმნილი, ვისთვისაც მთავარი მაქსიმალური სიამოვნების მიღება და საკუთარი ინდივიდუალობის წარმოჩინებაა. ეს არის ავტომობილი კომპრომისების გარეშე. ერთი სიტყვით, ის ეგოისტებისთვისაა".

No comments:

Post a Comment