Saturday, May 11, 2013

როსბერგს პოული, „მერსედესს“ - პირველი რიგი

Rosberg leads Mercedes lockout with Spanish pole

11 მაისი
„მერსედესის“ პილოტებისგან კვალიფიკაციაში გამარჯვება აღარავის უკვირს - სეზონის პირველ ოთხ ეტაპზე, მათ ბოლო ორი რბოლა პოულიდან დაიწყეს. სამქიმიანების მანქანას კი საკვალიფიკაციოს ეძახიან, მაგრამ სამწუხაროდ, ის რბოლაში ვერ ქაჩავს. თუმცა, მოწინავეთაგან აღარც ისე შორსაა, როგორც თუნდაც გასულ სეზონში იყო.
ისევე როგორც ბაჰრეინში, ბარსელონას კვალიფიკაციაზეც ნიკო როსბერგმა გაიმარჯვა, სტარტზე კი მასთან ერთად, წინა რიგში მისი თანაგუნდელი ლუის ჰამილტონი დადგება. წა ორად-ორი პილოტია, რომლებმაც მონტმელოს ერთი წრე, წუთსა და 21 წამზე ნაკლებში გაიარეს. მეორე რიგში კი ადგილები ჩემპიონატის ლიდერებმა - სებასტიან ფეტელმა და კიმი რაიკონენმა დაიკავეს. მესამე რიგი კი „ფერარის“ პილოტებისაა, რომლებიც სულ 0.001-მა წამმა დააშორა.
„კვალიფიკაციის მიწურულს მართლაც ძალიან სწრაფი წრე მქონდა. გუნდისთვის მოტივაციის წყაროა, როდესაც კვალიფიკაციას ვიგებთ. ახლა კი წინა ორი ადგილი გვიკავია. მაგრამ სიფრთხილეა საჭირო, რათა ბაჰრეინივით არ მოხდეს“, - განაცხადა როსბერგმა, ვინც ბაჰრეინში რბოლა პოულიდან კი დაიწყო, მაგრამ ფინიშთან მხოლოდ მეცხრე მივიდა.
სამქიმიანებმა მოწინავე რიგიდან რბოლა შარშან, ჩინეთშიც დაიწყეს. მაშინაც როსბერგი პოულზე იდგა და რბოლა მოიგო. მიხაელ შუმახერმა კი რბოლა ვერ დაასრულა. სხვათა შორის, კვალიფიკაციაზე მაშინაც მეორე ჰამილტონი იყო, მაგრამ ტრანსმისია რიგგარეშედ შეუცვალეს და ამის გამო, ხუთი ადგილით უკან დაიწია.
აღსანიშნავია, რომ 1955 წლის შემდეგ, „მერსედესის“ პილოტებმა პირველად შეძლეს ზედიზედ სამი კვალიფიკაციის მოგება. მაშინ გერმანული კომპანიის საქარხნო გუნდის მანქანებით, ლეგენდარული პილოტები - არგენტინელი ხუან მანუელ ფანხიო და ბრიტანელი სტირლინგ მოსი ასპარეზობდნენ. თუმცა, „მერსედესმა“ ავტოსპორტი იმავე წელს დიდი ხნით დატოვა, რისი მიზეზიც, ლე მანის 24-საათიანი რბოლის დროს მომხდარი ტრაგედია გახდა. ავარიამ, რომელშიც ერთ-ერთი მონაწილე სწორედ სამქიმიანების ეკიპაჟი იყო, 86 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ასეთი წარმატების მიუხედავად, „მერსედესში“ არ თვლიან, რომ გამარჯვებისთვის მზად არიან. „ვარ დარწმუნებული ხვალინდელ დღეში? ნაწილობრივ. ვნახოთ, როგორ როგორი იქნება საწვავის ხარჯი, როგორ იმუშავებს საბურავები. რბოლაშიც ასეთი ტემპით ვერ დავიკვეხნით. კვალიფიკაცია სხვა საქმეა, მაგრამ რბოლაში ჯერ ლიდერობამდე ბევრი მუშაობაა საჭირო. შეგვიძლია მოგება? არ მგონია“, - ამბობს გუნდს შეფი როს ბრაუნი.
მაგრამ სტატისტიკა სხვა პროგნოზს გვთავაზობს და ის გერმანულ გუნდს სოლიდურ შანსს აძლევს. და აი, რატომ: ესპანეთის წინა 22 დიდი პრიზიდან, 18 პოულიდანაა მოგებული და მხოლოდ ერთხელ მოხდა, რომ ფინიშთან პირველი ის მივიდა, ვისაც სტარტი წინა რიგიდან არ აუღია. ჩვენს წინა რეპორტაჟში გაგაცანით ამ გამონაკლისის (1996 წელს დაფიქსირდა) ავტორის ვინაობა - მიხაელ შუმახერი, რომელიც სტარტზე მესამე იდგა.

ოღონდ, ტრადიციები იმისთვისაა, რომ დაირღვეს და ხვალ სწორედ ამას ეცდებიან დანარჩენები. ამ აზრზეა ჰამილტონიც: „ნიკომ შესანიშნავად იმუშავა. მაგრამ... როგორც მანაც აღნიშნა, ძალიან ძნელი რბოლა გველის, რომელშიც გარანტირებული არაფერია. სამწუხაროდ, ბოლოს საბურავების კომპლექტი არ მეყო, რაც ცოტათი დამეხმარებოდა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, ნიკო უბრალოდ, ჩემზე სწრაფი იყო“.


ესპანეთის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:20.718
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)          1:20.972
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              1:21.054
4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                          1:21.177
5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                   1:21.218
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                             1:21.219
7. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                   1:21.308
8. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                       1:21.570
9. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                         1:22.069
10. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)            1:22.233
- - - - - - - - - -
11. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     1:22.127
12. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)             1:22.166
13. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)             1:22.346
14. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)              1:22.355
15. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)                1:22.389
16. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1:22.793
- - - - - - - - - -
17. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                  1:23.260
18. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)     1:23.318
19. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)   1:24.661
20. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                      1:24.713
21. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                     1:24.996
22. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                      1:25.070


განლაგება სტარტზე

1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)

2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)
4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)
5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)
7. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)
8. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)
9. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)
10. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)
11. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)
12. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)
13. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)
14. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)
15. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)
16. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)
17. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)
18. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)
19. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)
20. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)
21. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)
22. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)

No comments:

Post a Comment