Tuesday, April 9, 2013

„ფორდ ფოკუსი“ შარშანდელი მსოფლიო ბესტსელერია

Ford Focus Was the World’s Best-Selling Car in 2012, Says Polk
9 აპრილი

საავტომობილო ინდუსტრიაში, სტატისტიკური ანალიტიკის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული კომპანია „პოლკის“ მიერ ჩატარებულმა აღრიცხვამ აჩვენა, რომ შარშან მთელს მსოფლიოში ყველაზე მეტი ავტომობილი „ფორდ ფოკუსის“ სახელით გაიყიდა. მთლიანად ცისფერი ოვალის კომპაქტური ავტომობილი 1 020 410 ცალია გაყიდული.

ყველაზე მეტად, ამ მიღწევაზე გავლენა, ჩინურ ბაზარზე დაფიქსირებულმა გაყიდვების მატებამ განაპირობა. ციქვეშეთში „ფოკუსზე“ მოთხოვნა 51 პროცენტით არის გაზრდილი. სულ კი, „ფორდის“ მიერ მთელს მსოფლიოში გაყიდული 4 „ფოკუსიდან“ ერთი ჩინეთზე მოდის. იმავდროულად, ამერიკაში „ფოკუსზე“ მოთხოვნილება 40 პროცენტით არის გაზრდილი.
„ფორდს“ კიდევ ერთი პოპულარული ავტომობილი - „ფიესტა“, სუბკომპაქტურ კლასში მსოფლიო ბესტსელერია. შარშან ამ ავტომობილზე 723 130 რეგისტრაცია დაფიქსირდა. სულ კი, მარტო „ფოკუსი“ და „ფიესტა“, 1 743 540 ცალია გაყიდული. ამერიკული კომპანიის კიდევ ერთი ავტომობილი - F-სერიის პიკაპი (მისი ოჯახი), თავის კლასში მესამე ყველაზე გაყიდვადია. ის სულ 785 630 ცალია გაყიდული. აღსანიშნავია, რომ F-სერიის პიკაპი აშშ-ის ბესტსელერია და ამ ქვეყნის ყველაზე გაყიდვადი პიკაპის სახელს, უკვე 36 წელია, არავის უთმობს.
„ორივე ავტომობილი - „ფოკუსი“ და „ფიესტა“, ჩვენი გლობალური პროდუქტის სტრატეგია „ერთი ფორდის“ კულმინაციაა. მას შემდეგ, რაც ის ჩინეთში შევიტანეთ, „ფოკუსის“ გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ის იქ უკვე ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია“, - ამბობს „ფორდის“ აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი ჯიმ ფარლი, ვინც კომპანიის გლობალური მარკეტინგის, გაყიდვებისა და მომსახურების საქმეებს განაგებს.

No comments:

Post a Comment