Saturday, April 6, 2013

დათა ქაჯაიამ ახალი სეზონი გამარჯვებებით დაიწყო


პირველი ქართული დუბლი ევროპაში
6 აპრილი
პირველი ქართული დუბლი ევროპაში; მარცხნივ კონსტანტინე კოლიაშვილი, შუაში დათა ქაჯაია
საფრანგეთის ქალაქ დიჟონში (ბურგუნდია) სტარტი აიღო ლეჯენდსის კლასში ევროპის ეროვნებათა სერიამ, რომელიც შარშან ქართველი დათა ქაჯაიას ტრიუმფით დასრულდა. სერიის კალენდარში ისევ შვიდი ეტაპი შედის, რომელთაგან ექვსი ფრანგულ ავტოდრომებზე ჩატარდება, ერთი კი ბრიტანულ ბრენდს ჰეჩზე.

6 აპრილს პირველი ეტაპის მოკლე რბოლები ჩატარდა, რომლებიც ქაჯაიას გამარჯვებით დასრულდა. დათამ ორივე რბოლის საკვალიფიკაციო სესიებიც მოიგო და სტარტზეც პირველი იდგა. მისმა თანაგუნდელმა კონსტანტინე კოლიაშვილმა კი პირველი რბოლა მეცხრე პოზიციიდან დაიწყო, მეორე კი - მეოთხედან. შესაბამისად, პირველი მოკლე რბოლა მეშვიდე ადგილზე დაასრულა, მეორეზე კი კვარცხლბეკის მეორე საფეხური დაიკავა. ამგვარად, ეს არის ქართველთა პირველი დუბლი ევროპულ სარბიელზე.
კვირას მთავარი, გრძელი (ენდურენს) რბოლაა. სულ კი პილოტები ქულებს სამივე რბოლაში ნაჩვენები შედეგების მიხედვით ღებულობენ. შეგახსენებთ, რომ ევროპაში თავისი პირველი გამარჯვება ქაჯაიამ შარშან სწორედ დიჟონში მოიპოვა. ოღონდ, მაშინ ამ ტრეკმა სერიის მესამე ეტაპს უმასპინძლა.

No comments:

Post a Comment