Sunday, April 21, 2013

ჰამილტონი: მანქანა „საშინელიდან“ „საოცრად“ გარდაიქმნა


Hamilton: Car went from “terrible” to “amazing”
21 აპრილი
ლუის ჰამილტონი გაოცებას არ მალავს იმის გამო, რომ მისი მანქანა ბაჰრეინის რბოლის დასაწყისში საშინლად მუშაობდა, მეორე ნახევარში კი - პირიქით. მან აღიარა, რომ თავისი მეხუთე ადგილით ძალიან კმაყოფილი დარჩა. არადა, რბოლის დასაწყისში ამაზე ვერც კი იოცნებებდა.

„მინდოდა, კარგი სტარტი ამეღო, მაგრამ პირიქით მოხდა. მერე კი ისეთი ნელი ვიყავი... წარმოდგენა არ მქონდა, რა ხდებოდა. სიჩქარეს ვერ ვგრძნობდი. მაგრამ არაფერი შემეძლო. მნიშვნელობა არ ჰქონდა, როგორ ვმართავდი. წინ წასულებთან ჩამორჩენა თანდათან იზრდებოდა. დაახლოებით მეორე პიტ სტოპის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. ჩაჭიდება და სიჩქარე ერთბაშად საგრძნობი გახდა“, - ყვება ჰამილტონი.
ბრიტანელი ფიქრობს, რომ ყველაფერი იმ დაზიანებამ გამოიწვია, რომელიც მანქანამ მესაზმესამე პრაქტიკის დროს მიიღო. ეს მაშინ მოხდა, როდესაც უკანა მარჯვენა საბურავი გასკდა და საკიდართან ერთად, გადაცემათა კოლოფიც დააზიანა: „კვალიფიკაციის წინ გადაცემათა კოლოფი შევცვალეთ, მაგრამ როგორც ჩანს, რაღაც ისე არ გაკეთდა და ამან რბოლაში იჩინა თავი. რბოლის დროს კი ყველაფერი თავისით გამოსწორდა და ამის შემდეგ, მანქანამ შესანიშნავად იმუშავა“.
სიტუაცია იმდენად გამოსწორდა, რომ ბოლო წრეზე ჰამილტონმა მარკ ვებერსაც კი გაასწრო და ფინიშის ზახი მეხუთემ გადაკვეთა. „დასაწყისში არავის გასწრებაზე აც კი ვფიქრობდი. პირიქით, მე მასწრებდნენ. და ძალიან მიხარია, რომ ბოლოს მეც შევძელი სხვების გასწრება“.

No comments:

Post a Comment