Thursday, January 3, 2013

„სუზუკი ვეგონ R“ ტემპერამენტით - ტოკიოს ავტო სალონზე

Suzuki Wagon R Gets Tuned for Tokyo Auto Salon
3 იანვარი
„სუზუკიმ“ ახალი, მეხუთე ტაობის „ვეგონ R-ის“ გაყიდვა იაპონიაში ახლახანს დაიწყო. ეს პატარა ავტომობილი ეგრეთ წოდებული მსუბუქად ჰიბრიდირებულია და უფრო დახვეწილი გარეგნობითაც გამოირჩევა. ახალ „ვეგონ R-ს“ ბევრი ღირსება აქვს, თუმცა ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვი, რომ იაპონურ კომპანიას ასეთი სახით, ტოკიოს ავტო სალონზე გაეტანა.
პრინციპში, „ტოიოტას“ სურდა, რომ „ვეგონ R-ის“ ახალი ვერსიები წარედგინა პოტენციური მყიდველისთვის და ამისათვის, მიკროვენის ორი ვერსია მოამზადა, რომლებიც საბაზო ავტომობილისგან, ძირითადად გარეგნულად განსხვავდება. ორივე ავტომობილი კონცეპტუალურია და მათ მალე მყიდველს ოფიციალურადაც შესთავაზებენ.
პირველი არის „ვეგონ R RR კონცეპტი“, რომელსაც აქვს სპორტული საკიდარი. ის დადაბლებულია და აღჭურვილია ახალი აეროდინამიკური პაკეტით და უკანა ნაწილის ცენტრში მოთავსებული წყვილი გამოსაბოლქვით. მეორე კონცეპციაა „ვეგონ R სტინგრეი კასტომი“, რომელსაც ასევე ახალი აეროდინამიკური პაკეტი აქვს. შეცვლილია წინა სპოილერი და უკანა ბამპერი, ასევე გვერდითა ზღურბლები. მასზე დააყენეს ახალი, ალუმინის ბორბლები, გაფორმებაში მრავლადაა ქრომირებული ნაწილები. მასაც შეწყვილებული გამოსაბოლქვი აქვს.
ტოკიოს ავტო სალონი 11 იანვარს გაიხნება.

No comments:

Post a Comment