Thursday, January 3, 2013

ჰამილტონს სურს, რომ „მერსედესი“ ტოპ გუნდად აქციოს

Hamilton wants to help Mercedes become top team
3 იანვარი
ახლა, როდესაც ლუის ჰამილტონი უკვე ოფიციალურად გახდა „მერსედესის“ გუნდის წევრი, ის ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ბრეკლიში (ბრიტანეთი) ბაზირებულ სამქიმიანებს, ფ1-ის ელიტაში შესვლაში შეუწყოს ხელი.

„ვიქნები თუ არა მიხაელზე უკეთესი? მე კითხვას ასე არ დავსვამდი. ის ლეგენდაა. მე კი ძალიან კმაყოფილი დავრჩები, თუ „მერსედესს“ ტოპ გუნდებთან პაექრობაში დავეხმარები“, - ამბობს ჰამილტონი, ვინც „მერსედესში“ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერს შეცვლის.
27 წლის ბრიტანელმა „მაკლარენში“ ექვსი წელი გაატარა. მეორე სეზონშივე მან მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, თუმცა ეს მისი ჯერჯერობით ერთადერთი ტრიუმფია. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ექვსივე სეზონში (მათ შორის სადებიუტოშიც) ჩემპიონობისთვის იბრძოდა. თუმცა, ჩავარდნებიც ჰქონდა, რაც პირადული მოტივებით და სკანდალებითაც იყო გამოწვეული.
„ყოველი ჩვენგანი, პირველ რიგში, ინდვიდუალური პიროვნებაა და კარგი იქნება, თუ ნებისმიერ სიტუაციაში, ასეთად დავრჩებით. მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენზე ვინ რას ამბობს. მთავარი სტაბილურობაა. ზოგჯერ რაღაცას ერიდები, ზოგჯერ - არა. ახლა ჩემს ცხოვრებაში უმთავრესად სწორედ სტაბილურობას მივიჩნევ“, - დასძენს ჰამილტონი.
კითხვაზე, ფ1-ის რომელმა მომენტმა მოახდინა მასზე ყველაზე მეტი შთაბეჭდილება, ჰამილტონი ამბობს, დაუვიწყარია მიკა ჰაკინენის მიერ ბელგიის სპაზე (2000 წელს) შუმახერის გასწრება. და დასძენს, რომ თავის კარიერაში არაერთი ისეთი მანევრი შეუსრულებია, რომლებითაც ამაყობს.

No comments:

Post a Comment