Monday, January 14, 2013

„ბეემვე M6 გრან კუპე“

BMW's New M6 Gran Coupe to Take on the Audi RS7
14 იანვარი
ოთხკარიანი კუპეების, იგივე სპორტული სედანების კლასი სულ უფრო პოპულარული ხდება და ამ მიმართულებით, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოთამაშე „ბეემვეა“, რომელმაც ამ ტიპის მორიგი ავტომობილი, სახელად „M6 გრან კუპე“, დეტროიტის მოტორ შოუზე წარადგინა.



ავტომობილი 4.4-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც მაქსიმუმ 552 ცხენის ძალას (6000-7000 ბრ/წთ დიაპაზონში) და მაქსიმუმ 680 ნიუტონმეტრს (1500-5750 ბრ/წთ დიაპაზონში) გამოიმუშავებს. საინტერესოა, რომ ბავარიული ავტომობილის ეს მონაცემები ახლოსაა მის მთავარ კონკურენტ „აუდი RS7 სპორტბეკის“ მაჩვნებლებთან, ავტომობილისა, რომლის პრემიერა ასევე დეტროიტის კობო სენტერში შედგა.


ძრავთან ორდისკოიანი ქუროს მეშვეობით შეწყვილებულია 7-საფეხურიანი ტრანსმისია, რომელიც უკანა ამყვან ბორბლებს ატრიალებს. ამ აგრეგატებით აღჭურვილი „M6 გრან კუპე“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს 4.1 წამში ავითარებს, რაც 0.2 წამით მეტია „აუდი RS7 სპორტბეკის“ აჩქარებაზე. მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ-ის ნიშნულითაა შეზღუდული.
ბავარიული კომპანია ევროპაში „M6 გრან კუპეს“ გაყიდვას გაზაფხულზე დაიწყებს, მოგვიანებით კი მას ამერიკაშიც შეიტანს. ფასი მოგვიანებით გამოცხადდება.

No comments:

Post a Comment