Monday, January 14, 2013

„აუდი RS7 სპორტბეკი“ - კოხტა და მძლავრი მხეცი

New Audi RS7 Sportback is a Stylish but Powerful Beast
14 იანვარი
„აუდის“ ამერიკელ ფანებს გული დასწყდათ, როდესაც გაიგეს, რომ ვერ შეძლებდნენ „RS6 ავანტის“ შეძენას, რადგან გერმანულ კომპანიას ამ ავტომობილის ოკეანის გაღმა გატანა არ აქვს გადაწყვეტილი. სამაგიეროდ, დეტროიტის მოტორ შოუზე, სწორედ ამერიკელ მყიდველს წარუადგინა „RS7 სპორტბეკი“, რომელიც „RS6 ავანტის“ წყვილ ტურბოიანი 4.0ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი.
ამ ძრავის სიმძლავრე 552 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 700 ნიუტონმეტრს (1750-5500 ბრ/წთ დიაპაზონში) აღწევს. სტანდარტულ ეკიპირებაში შედის 8-საფეხურიანი ტიპტრონიკი, რომლის მიერ გადამუშავებულ მაბრუნ მომენტს, სრულამძრავიანი ტრანსმისია ყველა ბორბალს უნაწილებს.
ამ აგრეგატებით, ინგოლშტადტური ოთხკარიანი კუპე ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 3.9 წამში ახერხებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ-ის ნიშნულზეა შეზღუდული. მაგრამ მყიდველს შეუძლია შეუკვეთოს დინამიკური პაკეტით აღჭურვილი ვერსია, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 280 კმ/სთ-ია. ვისთვისაც ესეც არაა საკმარისი, შესაძლებელია კიდევ უფრო ტემპერამენტიანი - დინამიკურ პლუს პაკეტის შეკვეთა, რომლის შემთხვევაშიც, მაქსიმალური სიჩქარე 305 კმ/სთ-ს აღწევს.
რა თქმა უნდა, ასეთი მონაცემების მქონე ავტომობილისთვის, საწვავის ხარჯის შემცირება მეორეხარისხოვანია. მაგრამ „აუდი“ ამაზეც ზრუნავს და გვპირდება, რომ „RS7 სპორტბეკი“ 100 კილომეტრზე 9.8 ლიტრ ბენზინს მოიხმარს. ეკონომიურობას განაპირობებს სისტემა „ცილინდრები მოთხოვნით“ (COD - სილინდერ ონ დემანდ), რომელიც მცირე და საშუალო დატვირთვების დროს, ასევე დაბალი სიჩქარით მოძრაობისას, ცილინდრების ნახევარს თიშავს. და როგორც კი მძღოლი აქსელერატორს დააწვება, ცილინდრები მაშინვე ამუშავდება.

„RS7 სპორტბეკს“ რეგულირებადი პნევმატური საკიდარი აქვს, რომელიც საჭიროებისას მანქანას 20 მილიმეტრით დაბლა სწევს. საკიდარის სისტემაში შედის ადაპტირებადი ამორტიზატორების კვანძი, რომელიც სიხისტეს მოძრაობის თავისებურებათა შესაბამისად არეგულირებს. ამ კვანძში შედის ფოლადის ზამბარები და სამსაფეხურიანი ამორტიზატორები.
ავტომობილის დამუხრუჭებას ვენტილირებადი დისკოები უზრუნველყოფს, რომელთა დიამეტრიც (სტანდარტული ვერსია) 390 მილიმეტრია, ოპციის სახით კი მყიდველს კარბონ კერამიკული მასალით დამზადებულ დისკოებს შესთავაზებენ, რომელთა დიამეტრიც 420 მილიმეტრია. „RS7 სპორტბეკი“ ასევე აღჭურვილია სტაბილურობის ელექტრონული სისტემით (ESC), რომელსაც სპორტული რეჟიმიც გააჩნია და რომელიც სურვილისამებრ შეიძლება გაითიშოს კიდეც. ავტომობილის სტანდარტულ ეკიპირებაში 20-დიუიმიანი ბორბლები შედის, თუმცა შესაძლებელია 21-დიუიმიანი ბორბლების შეკვეთაც.

No comments:

Post a Comment