Monday, January 14, 2013

„კადილაკ ELR“ - ჰიბრიდული კუპე სვლის გაზრდილი სიშორით

First Official Photos of Cadillac's New ELR Extended-Range Hybrid Coupe
14 იანვარი
ეს „კადილაკის“ ჰიბრიდულ კუპე ELR-ის პირველი ფოტოებია, ჰიბრიდული ავტომობილისა, რომელიც „შევროლე ვოლტის“ მსგავსად, სვლის სიშორის გასაზრდელი სისტემითაა აღჭურვილი. სხვათა შორის, სანამ „ვოლტს“ გავიცნობდით, იყო ლაპარაკი იმაზე, რომ მისი ჰიბრიდული სისტემა უფრო ძვირი ავტომობილისთვის იყო შესაფერისი, რადგან ეს სისტემა ძალიან ძვირია და ამიტომ, კომპაქტური „ვოლტისთვის“ შეუფერებელი.
მაგრამ „ჯენერალ მოტორსმა“ გარისკა და ძნელი სტარტის მიუხედავად, სასურველ შედეგსაც მიაღწია - „ვოლტის“ პოპულარობა თანდათან იზრდება. ამასობაში კი ბაზარზე მისი ახალი ნათესავი, უკვე „კადილაკის“ ემბლემით და კუპეს ფორმაში გამოწყობილი გამოდის.
კუპე ELR კონცეპტუალურ კუპე „კონვერჯის“ სტილშია შესრულებული. მას კი მბიძგველ ძალას „ჯენერალ მოტორსის“ საფირმო პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემა „ვოლტეკი“ ანიჭებს, ზუსტად ისეთი, როგორიც „შევროლე ვოლტზეა“ გამოყენებული. ჰიბრიდულ სისტემაში ელექტროძრავი, T-ს ფორმის ელემენტების (ლითიუმ-იონური) ბლოკი და შიდაწვის ძრავისა და გენერატორის ტანდემი შედის. ამ უკანასკნელის დანიშნულება, სვლის სიშორის გაზრდაა. ისევე როგორც „ვოლტზე“, ამ შემთხვევაშიც, მამოძრავებელ ძალას წინა ბორბლები ღებულობს.
„კადილაკ ELR-ის“ შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია, დეტროიტის შოუზე, ოფიციალური პრეზენტაციის შემდეგ გამოქვეყნდება.

No comments:

Post a Comment