Monday, January 14, 2013

რომამ მოიგო, პეტერანსელმა ლიდერობა განიმტკიცა

Roma wins stage nine of Dakar Rally while Peterhansel pulls clear
14 იანვარი

შესვენებამ უარყოფითად იმოქმედა კატარელ ნასერ ალ-ატიაზე, ვისთვისაც მეცხრე ეტაპი დანავსული გამოდგა. მისმა წარუმტებლობამ კი დიდი სარგებელი მოუტანა რბოლის ლიდერ სტეფან პეტერანსელს, რომელიც ახლა უკვე თითქმის 50 წუთს უგებს თავის უახლოეს მდევარს სამხრეთ აფრიკიდან, ხინიელ დე ვილიერსს. მეცხრე ეტაპი კი ესპანელმა ნანი რომამ მოიგო, ვინც ოთხ წუთზე მეტით აჯობა პეტერანსელს.

რბოლამ კი არგენტინაში გადაინაცვლა, რომლის გზებმაც პირველივე კილომეტრებიდან გააწამეს ალ-ატია. ჯერ იყო და დისტანციის პირველ ნახევარზე, კატარელმა თავის მთავარ მეტოქესთან შვიდ წუთზე მეტი წააგო. პრობლემები კი ამის მერე დაიწყო. კოლო 30 კილომეტრზე კი ძრავი გაჭირვეულდა, რის გამოც ალ-ატია რამდენჯერმე გაჩერდა. ამის გამო, მრბოლმა ორ საათზე მეტი დაკარგა და ამის გამო, დაკარის მეორედ მოგების შანსიც ხელიდან გაუშვა.
აღსანიშნავია, რომ ძრავის პრობლემების გამო, ბევრი დრო დაკარგა ალ-ატიას თანაგუნდელმა კარლოს საინსმაც, ვინც უკვე გამოეთიშა სპარეზობას. კატარელის უიღბლობით დე ვილიერსმა იხეირა, რომელიც ახლა მეორეა, მეცხრე ეტაპზე კი მეხუთე ადგილს დასჯერდა. მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა რომამ, ვინც ეტაპის დაწყებამდე მეშვიდე ადგილზე იყო.

მე-9 ეტაპის შედეგები
1. ნანი რომა (ესპანეთი, X-რეიდ მინი)                                     5:36:28
2. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, X-რეიდ მინი)             + 4:11
3. ორლანდო ტერანოვა (არგენტინა, X-რეიდ ბეემვე)              + 6:54
4. რობი გორდონი (აშშ, გორდონ ჰამერი)                                 + 8:37
5. ხინიელ დე ვილიერსი (სამხ.აფრიკა, იმპერიალ ტოიოტა)  + 9:39
6. კარლოს სოუსა (პორტუგალია, გრეიტ უოლი)                     + 10:23
7. ლეონიდ ნოვიცკი (რუსეთი, X-რეიდ მინი)                          + 11:20
8. ჯეფრი ოლდჰოლმი (ავსტრალია, კეირნს ტოიოტა)            + 20:23
9. მათიას კალე (გერმანია, სამ-მერსედესი)                             + 26:44
10. ლუსიო ალვარესი (არგენტინა, ოვერდრაივ ტოიოტა)       + 27:37

კლასიფიკაცია 9 ეტაპის შემდეგ
1. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, X-რეიდ მინი)            24:11:43
2. ხინიელ დე ვილიერსი (სამხ.აფრიკა, იმპერიალ ტოიოტა) + 49:31
3. ლეონიდ ნოვიცკი (რუსეთი, X-რეიდ მინი)                         + 56:03
4. ნანი რომა (ესპანეთი, X-რეიდ მინი)                                    + 1:34:16
5. ორლანდო ტერანოვა (არგენტინა, X-რეიდ ბეემვე)             + 2:01:08
6. კარლოს სოუსა (პორტუგალია, გრეიტ უოლი)                    + 2:13:41
7. გერლან ჩიჩერი (საფრანგეთი, SMG ბაგი)                            + 2:33:52
8. რონან ჩაბო (საფრანგეთი, SMG ბაგი)                                   + 2:35:22
9. ბერნარ ერანდონეა (ანდორა, SMG ბაგი)                              + 2:35:40
10. პასკალ თომასი (MD ბაგი)                                                  + 3:02:32

No comments:

Post a Comment