Friday, January 11, 2013

„რენომ“ პატარა ქროსოვერ „კაპტურს“ საბურველი ახადა

Renault Lifts the Curtain on New Captur Small Crossover, the French Juke
11 იანვარი

„რენო“ პატარა ქროსოვერ „კაპტურის“ მსოფლიო პრემიერას ჟენევის მოტორ შოუზე ჩაატარებს, თუმცა ამ ფორუმის გამართვამდე თითქმის თვენახევრით ადრე, ფრანგულმა კომპანიამ ამ ავტომობილის ფოტოები და ზოგიერთი ინფორმაცია გაავრცელა. ასევე ითქვა, რომ ეს ავტომობილი ბაზარზე გაზაფხულის ბოლოს გამოვა.


თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ „კაპტური“ არის პოპულარული „ნისან ჯუკის“ ფრაონგული ვერსია. ის სწორედ „ჯუკის“ პლატფორმაზეა აგებული და ამასთან, ახალი „რენ კლიოს“ მსხვილ დეტალებსა და აგრეგატებსაც გაიზიარებს. „კაპტურის“ სიგრძე 4120 მილიმეტრია, ანუ „ჯუკზე“ 5 მილიმეტრით მოკლე.


„რენოს“ განცხადებით, პატარა ქროსოვერი შთამბეჭდავი გარეგნობით, უგზოობის ავტომობილისთვის დამახასიათებელი კლირენსით, მინივენისთვის დამახასიათებელი ვრცელი და მოდულური ინტერიერით, ასევე კომპაქტური ჰეჩბეკისთვის დამახასიათებელი მოხერხებულობითა და მართვის სიმარტივით გამოირჩევა.


რაც შეეხება სახელს, „კაპტური“ ორი წლის წინ ნაჩვენებ სამკარიან კონცეპტუალურ ქროსოვერს ჰქვია, რომელსაც ათლეტური გარეგნობა გამოარჩევს. თუმცა სანამ კონვეიერს მიაღწევდა, ამ ავტომობილმა გარეგნული ცვლილება განიცადა და ახლა უფრო მეოთხე თაობის „კლიოს“ ჰგავს. ავტომობილი ორ ფერში შეიღებება - ეს პატარა ავტომობილების ახალი მოდაა, რომლის დამკვიდრებაც „მინიმ“ დაიწყო.


„რენო“ აცხადებს, რომ „კაპტურის“ მყიდველს, ინდივიდუალიზაციის მაღალ ხარისხს შესთავაზებენ. საავტომობილო მარკეტინგში ეს სიახლე ნამდვილად არაა, თუმცა ფრანგული კომპანიის პრინციპს, „შექმნას ავტომობილები ადამიანის ირგვლივ“, კარგად მიესადაგება. ამასთან, ინდივიდუალიზაცია ფერების მრავალფეროვნებით არ შემოიფარგლება. ამასთან, სტანდარტულ ეკიპირებაში ბევრი დამხმარე სისტემა შევა. მაგალითად, კარის გაღების უგასაღებო სისტემა, აღმართზე მოძრაობისას დამხმარე სისტემა, უკუსვლით პარკირების სენსორები და სხვა, მათ შორის, გასართობი, კავშირის და მანქანის საკონტროლო ელექტრონული სისტემები.


ოფიციალური ინფორმაცია კი გავრცელდა, მაგრამ „რენო“ ჯერ ისევ საიდუმლოდ ინახავს, თუმცა გვპირდება, რომ „კაპტურის“ მყიდველს, ბენზინის და დიზელის აგრეგატების დიდ არჩევანს შესთავაზებენ. რაც მთავარია, ეს ძრავები, თავის კლასში საწვავის ყველაზე ეკონომიური მოხმარებით და გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის მცირე შემცველობით იქნება გამორჩეული. მათგან ყველაზე სუფთა აგრეგატის გამონაბოლქვში, CO2-ის შემცველობა ყოველ კილომეტრზე 96 გრამი იქნება. ამ ძრავების გამაში, ყველაზე მცირელიტრაჟიანი ბენზინის სამცილინდრიანი და დიზელის ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავები იქნება.
„კაპტურს“ ფრანგული კომპანიის ვალიადოლიდის (ესპანეთი) ქარხანა გამოუშვებს.

No comments:

Post a Comment