Friday, January 11, 2013

პეტერანსელმა უპირატესობა ისევ გაზარდა

Stephane Peterhansel sets pace and pulls away
11 იანვარი

დაკარის რბოლის ათგზის ჩემპიონმა (ექვსჯერ მოტოციკლით მოიგო, ოტხჯერ ავტომობილით), ფრანგმა სტეფან პეტერანსელმა დაკარის მეშვიდე ეტაპი მოიგო და საერთო კლასიფიკაციაში ლიდერობა განიმტკიცა. შვიდი ეტაპის შემდეგ, კატარელი ნასერ ალ-ატია მას სამ წუთზე მეტით ჩამორჩება. თუმცა ისეთი ხანგრძლივი და რთული მარათონისთვის, როგორიც დაკარია, ეს უპირატესობა ბევრს არაფერს ნიშნავს.

მითუმეტეს, კატარელი თითქმის ყველა ეტაპზე უსწრაფესია ხოლმე. ამჯერადაც თავიდან ასე იყო, მაგრამ შემდეგ მოქმედმა ჩემპიონმა ტემპი გაზარდა და ფინიშსაც პირველმა უწია. ალ-ატია კი, ვისაც სამი ეტაპი აქვს მოგებული, მხოლოდ მე-6 ადგილს დასჯერდა. კარგად იასპარეზა კიდევ ერთმა ფრანგმა - გერლან ჩიჩერიმ, მაგრამ საბოლოოდ, პეტერანსელს 39 წამით ჩამორჩა. ისევ მესამე დრო ჰქონდა ამერიკელ რობი გორდონს, რომელიც გამარჯვებისთვის ბრძოლას კი გამოეთიშა, თუმცა ეტაპზე გასამარჯვებლად თითქმის ყველა ეტაპზე იბრძვის.
სამწუხაროდ, მეშვიდე ეტაპზეც ტრაგდია მოხდა. ამჯერად რბოლის მონაწილე - ფრანგი მოტოციკლისტი დაიღუპა. არადა, ეს ინციდენტიც არასარბოლო სიტუაციაში, ეტაპის დაწყებამდე, სტარტისკენ მიმავალ გზაზე მოხდა. ჩილეს მთიან გზაზე გადაადგილებისას, თომას ბურჟენი, ადგილობრივი პოლიციის მანქანას დაეჯახა, რომელიც საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდა. სამაშველო სამსახური ადგილზე მალე მივიდა, თუმცა მოტომრბოლი დაღუპული დახვდა.
ტრაგედიის მომენტში, 25 წლის ბურჟენი 68-ე ადგილზე იმყოფებოდა. რალი მარათონებში ის 2009 წლიდან მონაწილეობდა. მისი პირველი ასეთი რბოლა მროკოს რალი იყო. საუკეთესო შედეგი მე-4 ადგილია, რომელიც 2011 წლის აფრიკის რალიზე დაიკავა.


მე-7 ეტაპის შედეგები
1. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, X-რეიდ მინი)              1:47:27
2. გერლან ჩიჩერი (საფრანგეთი, SMG ბაგი)                              +39
3. რობი გორდონი (აშშ, გორდონ ჰამერი)                                  +1:08
4. ორლანდო ტერანოვა (არგენტინა, X-რეიდ ბეემვე)               +1:11
5. ხინიელ დე ვილიერსი (სამხ.აფრიკა, იმპერიალ ტოიოტა)   +1:32
6. ნასერ ალ-ატია (კატარი, რედ ბულ ბაგი)                               +1:56
7. ერიკ ვეფერსი (ჰოლანდია, HRX ფორდი)                             +3:45
8. ლეონიდ ნოვიცკი (რუსეთი, X-რეიდ მინი)                           +4:07
9. კარლოს სოუსა (პორტუგალია, გრეიტ უოლი)                      +4:34
10. ლუსიო ალვარესი (არგენტინა, ოვერდრაივ ტოიოტა)        +6:24

კლასიფიკაცია 7 ეტაპის შემდეგ
1. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, X-რეიდ მინი)              16:23:43
2. ნასერ ალ-ატია (კატარი, რედ ბულ ბაგი)                               +3:14
3. ხინიელ დე ვილიერსი (სამხ.აფრიკა, იმპერიალ ტოიოტა)   +44:03
4. ლეონიდ ნოვიცკი (რუსეთი, X-რეიდ მინი)                           +48:54
5. გერლან ჩიჩერი (საფრანგეთი, SMG ბაგი)                              +1:17:05
6. რონან ჩაბო (საფრანგეთი, SMG ბაგი)                                     +1:34:51
7. ნანი რომა (ესპანეთი, X-რეიდ მინი)                                      +1:38:27
8. ბერნარ ერანდონეა (ანდორა, SMG ბაგი)                                +2:02:17
9. ორლანდო ტერანოვა (არგენტინა, X-რეიდ ბეემვე)               +2:06:38
10. კარლოს სოუსა (პორტუგალია, გრეიტ უოლი)                    +2:07:29

No comments:

Post a Comment