Saturday, January 12, 2013

ყველა დროის ყველაზე ეკონომიური „მერსედესი“

New A180 CDI BlueEFFICIENCY is the Most Frugal Mercedes-Benz Model of All Time
12 იანვარი
ახალი „A-კლასის“ გაყიდვების დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, „მერსედეს-ბენცმა“ ამ კომპაქტური ჰეჩბეკის ორი ახალი, ეკონმიური ვერსია გამოუშვა, რომელიც ტექნოლოგია „ბლიუეფისიენსითაა“ აღჭურვილი. ამ ორიდან ერთი, „მერსედეს-ბენცის“ ისტორიაში ყველაზე ეკონომიური ავტომობილია.

ეს არის დიზელის 1.5-ლიტრიანი ძრავით აღჭურვილი A180 CDI ბლიუეფისიენსი, რომლის სიმძლავრე 108 ცხენის ძალაა. ძრავთან 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფია შეწყვილებული, რომელიც გადამუშავებულ მაბრუნ მომენტს წინა ბორბლებს აწვდის. ამ ტანდემის წყალობით, ავტომობილის ხარჯი 100 კილომეტრზე 3.6 ლიტრია, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი, ყოველ კილომეტრზე 92 გრამი.
შედარებით ხარჯიანია ბენზინისძრავიანი A180 ბლიუეფისიენსი, რომელიც ბენზინის 1.6-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი. ამ ძრავის სიმძლავრე 120 ცხენის ძალაა. მისით აღჭურვილი ჰეჩბეკი 100 კილომეტრზე 5.2 ლიტრ ბენზინს მოიხმარს, მისი გამონაბოლქვი კი ყოველ კილომეტრზე 120 გრამ ნახშირორჟანგს შეიცავს.
პაკეტი „ბლიუეფისიენსი“ მოიცავს: 15 მილიმეტრით დადაბლებულ საკიდარს, სპეციალურ აეროდინამიკურ ელემენტებს, რომელთა წყალობითაც, ავტომობილის აეროდინამიკური კოეფიციენტი 27-დან 26-მდე მცირდება. მცირედ მოდერნიზებულია ძრავი, გადაცემათა კოლოფში კი საფეხურები „დაგრძელებულია“.
ბენზინის და დიზელის „ბლიუეფისიენსი“ ვერსიებზე შეკვეთების მიღებას სამქიმიანები თებერვალში დაიწყებენ, შეკვეთების შესრულება კი მარტში დაიწყება.

No comments:

Post a Comment