Saturday, January 5, 2013

პერესი: „ზაუბერს“ გამარჯვება შეუძლია

Sauber 'capable of winning' in 2013 - Perez
5 იანვარი

„ზაუბერი“ თავის ახალ ავტომობილს (C32) ხერესის ტესტების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გვიჩვენებს. შვეიცარიული გუნდი მალე დაასრულებს ძირითად სამუშაოებს და ტრასაზე პირველად მას 5 თებერვალს გამოიყვანს. პეტერ ზაუბერმა მას-მედია 2 თებერვალს, თავისი ახალი მანქანის ოფიციალურ პრეზენტაციაზე, ჰინვილში (შვეიცარია), „ზაუბერის“ ბაზაზე მიიწვია.

შეგახსენებთ, რომ „ზაუბერს“ ახალი სეზნისთვის ორივე ახალი პილოტი ეყოლება: მექსიკელი სერხიო პერესის ადგილს გერმანელი ნიკო ჰულკენბერგი დაიკავებს, იაპონელ კამუი კობაიაშის კი მექსიკელი ახალბედა ესტებან გუტიერესი შეცვლის. C32-ს უკვე გავლილი აქვს ქრეშ ტესტები და ის ორივე პილოტს მოარგეს კიდეც.
პერესი, ვინც გასულ სეზონში სამჯერ შეძლო კვარცხლბეკზე დადგომა, მომავალ სეზონს „მაკლარენში“ გაატარებს, დარწმუნებულია, რომ შვეიცარიული საჯინიბო ისევ კარგადაა მომზადებული და უფრო მეტის მიღწევაც შეუძლია. შვეიცარიულ ჟურნალ „სპიდ უიკთან“ საუბრისას, პერესმა განაცხადა:
„დარწმუნებული ვარ, რომ „ზაუბერი“ ახალ სეზონშიც ძლიერი იქნება. ამჯერად წესები პტრაქტიკულად არ შეცვლილა, ინჟინრებს მანქანა კარგად აქვთ შესწავლილი და ამიტომ, ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც, შედეგები შეიძლება გაუარესდეს. უფრო მეტიც, იქნება რბოლები, რომლებშიც გამარჯვებისთვის ბრძოლას შეძლებენ. „ზაუბერმა“ ძალიან ბევრი რამ მომცა. ამიტომ, ძალიან მინდა, რომ კარგი შედეგები ჰქონდეთ. რა თქმა უნდა, მხოლოდ „მაკლარენზე“ უარესი შედეგები“.
რაც შეეხება სხვა ამბებს, როიტერსის კორესპონდენტი ალან ბალდუინი ამბობს, რომ „მერსედესმა“ ტესტების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ხერესის ავტოდრომი დაიქირავა. ამ დღეს სამქიმიანები საპრეზენტაციო ვიდეო რგოლს გადაიღებენ. ის ასევე მიანიშნებს, რომ ახალი მანქანის საჭეს პირველი ლუის ჰამილტონი მიუჯდება.

No comments:

Post a Comment