Saturday, January 5, 2013

„პეჟო 2008“ - პატარა ქროსოვერს ჟენევის შოუზე გაგვაცნობენ

First Official Photos of All-New Peugeot 2008 Small Crossover
5 იანვარი
ამ პატარა ქროსოვერის პრემიერას „პეჟო“ ჟენევის მოტორ შოუზე გეგმავს და ჯერ არც მისი ფოტოების და მონაცემების გამოქვეყნება იგეგმებოდა, მაგრამ ინტერნეტში 2008-ს ფოტოები უკვე გამოჩნდა. ამ ფოტოების მიხედვით კი მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ავტომობილი პრაქტიკულად არ განსხვავდება მისი კონცეპტუალური წინამორბედისგან, რომელიც „ლომებმა“ პარიზის მოტორ შოუზე წარადგინეს.

გაბარიტების მხრივაც, განსხვავება პრაქტიკულად არ შეიმჩნევა. ცნობისათვის, კონცეპტუალური ქროსოვერის სიგრძე 4140 მილიმეტრია, სიგანე კი - 1740 მილიმეტრი. რაც შეეხება აღჭურვილობას, ახალი ავტომობილი იმავე აგრეგატებით აღიჭურვება, რომლებიც მინი ჰეჩბეკ 208-ზე გვხვდება. ძრავების გამის დამაგვირგვინებელია 1.6-ლიტრიანი ტურბო, რომელიც 154 ცხენის ძალას იძლევა.


ახალი ქროსოვერით, „პეჟო“ ისეთ კონკურენტებს ამოიღებს მიზანში, როგორებიცაა „ნისან ჯუკი“ და „ოპელ/ვოქსოლ მოკა“. 2008-ის წარმოება პირველ რიგში, მულჰაუსის (საფრანგეთში) დაიწყება, რის შემდეგაც მასვე ჩინეთსა (ვუჰანი) და ბრაზილიაშიც (პორტუ რეალი) გამოუშვებენ. ავტომობილის ოფიციალური პრემიერა ჟენევაში გაიმართება, ბაზარზე კი ის წლის მეორე ნახევარში გამოვა.

No comments:

Post a Comment