Friday, January 4, 2013

„რედ ბულმა“ შეიძლება პირველი ტესტები გამოტოვოს

2013 Red Bull could miss first winter test
4 იანვარი
არაა გამორიცხული, რომ ჩემპიონმა „რედ ბულ რეისინგმა“ პირველი წინასასეზონო ტესტები გამოტოვოს. ამის მიზეზი კი მანქანის მოუმზადებლობა გახდება. გუნდის ტექნიკურ დირექტორ ედრიან ნიუის ნათქვამი აქვს, რომ გასული სეზონის მიწურულს, RB8-ზე შესასრულებელი სამუშაოს გამო, ახალი მანქანის შემუშავების პროცესი შეფერხდა.
„რედ ბულის“ მიერ შექმნილ ფილმში ნიუიმ აღიარა, რომ გასული სეზონი ერთ-ერთი ურთულესი იყო მის ცხოვრებაში. ამის გამო, ბოლო წუთამდე მიმდინარეობდა RB8-ს დახვეწის პროცესი. ამან სასურველი შედეგი კი გამოიღო, მაგრამ ახალ მანქანას ყურადღება მოაკლდა.
„ჩვენ ბოლომდე ვიბრძოდით, რის გამოც, ახალი მანქანისთვის ცალკეული ელემენტების და მთლიანად მანქანის შემუშავების პროცესი გრაფიკს ჩამორჩა. შედეგად, ჩვენ ცოტათი ვაგვიანებთ მის დასრულებას“, - გაზეთ „სანთან“ საუბრისას განაცხადა ნიუიმ.
ბიბისის ინფორმაციით, „რედ ბული“ მალე ოფიციალურად გამოაცხადებს, ახალი ავტომობილი, რომლის სახელიც უნდა იყოს RB9, ხერესის ტესტებისთვის მზად იქნება, თუ - არა. ესპანეთის სამხრეთის ამ ქალაქის ავტოდრომზე პირველი ტესტები 5 თებერვალს დაიწყება.

No comments:

Post a Comment