Saturday, January 5, 2013

ქარიშხალ სენდისგან წალეკილი 15 000 მანქანა

Even more images of the airport full of 15,000 flood-damaged Sandy cars
5 იანვარი

ქარიშხალმა სენდიმ ამერიკას უზარმაზარი ზარალი მიაყენა, რომელიც 63 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. განსაკუთრებით კი სადაზღვევო კომპანიებმა იზარალეს, რომლებსაც კლიენტებისგან ათასობით ავტომობილის მიღებამ მოუწიათ. არსებული მონაცემებით, სულ 230 000 ავტომობილი გახდა ჩამოსაწერი.



ამათგან დაახლოებით 15 000 ავტომობილი კუნძულ ლონგ აილენდზე (მანჰეტენის აღმოსავლეთით მდებარეობს) არსებულ კალვერტონის აღმასრულებელთა აეროპორტში დააყენეს. სადაზღვევო კომპანიები იმედოვნებენ, რომ ამ ავტომობილების აუქციონზე გამოტანით, ზარალს შეიმსუბუქებენ. მითუმეტეს, ბევრი მათგანი საკმაოდ კარგად გამოიყურება. უბრალოდ, მათს აწ უკვე ყოფილ მფლობელებს არ სურთ, რომ ეგრეთ წოდბული „დამხრჩვალი ავტომობილები“ დაიტოვონ. მაგრამ საქმეს ის ფაქტი ართულებს, რომ სადგომები სასწრაფოდ უნდა დაცარიელდეს, და იქ მდგარი ავტომობილები ლოტებით უნდა გაიყიდოს. ასე კი ბევრ ფულს არავინ იხდის.



ამ ავტომობილებიდან ბევრი მეორადი ავტომობილების ბაზარს შეავსებს, რაც ამ ტიპის ავტომობილებზე ფასების ვარდნას გამოიწვევს. მაგრამ თურმე ნიუ იორკის კანონით, სენდის შედეგად დაზარალებულ ავტომობილებს, დახასიათებაში აუცილებლად უნდა ჩაუწერონ, რომ წყალდიდობაშია მოყოლილი.
მოკლედ, მეორადი ავტომობილების ბიზნესში ჩართულ კომერსანტებს, მათ შორის ქართველებსაც, ბევრი საკმაოდ კარგი საკბილო, ჩვეულებრივზე დაბალ ფასებში ელის...

No comments:

Post a Comment