Wednesday, January 16, 2013

„ზაუბერი“ „მერსედესის“ ძრავებზე გადასვლას უარყოფს

Sauber denies Mercedes engine deal for 2014
16 იანვარი

„ზაუბერმა“ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს, 2014 წლის სეზონიდან, „ფერარის“ ნაცვლად, „მერსედესის“ ძრავებზე გადავა. ცნობა, რომელიც ფრანგულ პრესაში გავრცელდა გვაუწყებდა, რომ „ზაუბერი“ და „ფორს ინდია“ ძრავების მიმწოდებლებს ცვლიან.

„ზაუბერისთვის“ ეს დიდი ცვლილება იქნებოდა, რადგან თუ „ბეემვესთან“ პარტნიორობის პერიოდს არ ჩავთვლით, შვეიცარიული საჯინიბო წლების განმავლობაში მარანელოელთა ძრავებით სარგებლობს. არადა, ფ1-ში მოსვლამდე, „ზაუბერი“ სპორტული პროტოტიპების კლასში, სწორედ „მერსედეს-ბენცის“ პარტნიორი იყო. და ფ1-შიც პირველ სეზონებში, კომპანია „ილმორის“ ძრავებით სარგებლობდა. ეს კომპანია კი შემდგომში „მერსედეს ჰაი პერფორმენს პაუერტრაინსად“ გარდაიქმნა. მაგრამ როგორც გაირკვა, ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„2014 წლის სეზონისთვის ძრავების მომწოდბელი პარტნიორი ჯერ არ გვყავს. ვარიანტებს ჯერ მხოლოდ განვიხილავთ და მთავარი მათ შორის ფინანსებია. ამ მხრივ კი ვერცერთი კომპანია ზუსტ რიცხვებს ვერ ასახელებს. ფაქტია, რომ „ფერარისთან“ ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს და ამიტომ, „სკუდერია“ ჩვენი პრიორიტეტული პარტნიორია“, - შვეიცარიულ გამოცემა „სპიდ უიკთან“ საუბრისას განაცხადა „ზაუბერის“ პრესმდივანმა.
სხვათა შორის, „მერსედეს-ბენცთან“ ერთად, „ზაუბერს“ ლე მანის 1989 წლის რბოლა აქვს მოგებული, 1990 წელს კი სპორტული ავტომობილების (პროტოტიპების) კლასში, ისინი მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.

No comments:

Post a Comment