Wednesday, January 16, 2013

„ჰიუნდაი“ და რის მილენი პაიკს პიკს ერთად დაუბრუნდებიან

Hyundai and Rhys Millen reunite, will return to Pikes Peak
16 იანვარი
პაიკს პიკის ბოლო რბოლის შემდეგ, „ჰიუნდაიმ“ გამოაცხადა, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში მოტორსპორტულ აქტივობას წყვეტს. ამგვარად, კორეულმა კომპანიამ ამერიკელი მრბოლი და მისი გუნდი, რომელიც ფორმულა დრიფტსა და რალიქროსის გლობალურ ჩემპიონატში ასპარეზობს, სატიტულო სპონსორის გარეშე დატოვა. არადა, სწორედ შარშანდელ პაიკს პიკზე, მილენმა და „ჰიუნდაიმ“,სერიულ ავტომობილებს შორის, ამ უძველესი რბოლის დროის რეკორდი გააუმჯობესეს.

მაგრამ ახლა „ჰიუნდაიმ“ გადაწყვეტილება შეცვალა გადაწყვეტილება და გამოაცხადა, რომ პაიკს პიკზე კვლავაც იასპარეზებს. ამასთან, პარტნიორი ისევ მილენი და მისი საჯინიბო იქნებიან. რბოლისთვის ისინი ორ ავტომობილს მოამზადებენ, რომელთაგან ერთი სპეციალურად შეიქმნება და შეუზღუდავ კლასში გამოვა, მეორე კი „ჰიუნდაი ჯენეზის კუპეს“ ბაზაზე შეიქმნება. უფრო სწორედ, ეს იქნება ამ ავტომობილის შარშანდელი სარბოლი ვერსიის მოდიფიკაცია.
შეუზღუდავ აბსოლუტურ კლასში გამოსვლით, „ჰიუნდაის“ სურს, რომ თავისი საინჟინრო შტაბის შესაძლებლობები გამოავლინოს. წინასწარი მონაცემებით, სარბოლი ავტომობილის ძრავის სიმძლავრე 900 ცხენის ძალას მიაღწევს, მაბრუნი მომენტი კი - 1085 ნიუტონმეტრს. ძრავის საფუძვლად, ლამბდა სერიის V6 აგრეგატის ბლოკს, ცილინდრების თავების ბლოკს და სხვა ნაწილებს აიღებენ.

No comments:

Post a Comment