Wednesday, January 16, 2013

„მერსედეს-ბენცის“ სახეშეცვლილი E-კლასი

Detroit Auto Show Welcomes Mercedes-Benz's Revised E-Class Family
16 იანვარი

რატომღაც, „მერსედესმა“ დეტროიტის შოუზე კომპაქტურ სედან CLA-ს პრემიერის ჩატარება არ ისურვა, თუმცა ცოტა ხნით ეს ავტომობილო მაინც გამოაჩინა. სამაგიეროდ, პრესას და დამთვალიერებელს E-კლასის მთელი ოჯახის განახლებული და მრავალფეროვანი სახე წარუდგინა.




განახლებულ ავტომობილზე გარეგნული ცვლილებები ერთი შეხედვითაც ადვილად შესამჩნევია. მასზე ახალია ფარები - ადრე თუ ამ მოვალეობას კუთხეებიანი წყვილი (ორივე მხარეს) ფარი ასრულებდა, ახლა მათ ადგილზე ერთი, კომბინირებული და რთული ფორმის ფარი გაჩნდა. შეიცვალა რადიატორი, რომელიც ოთხ სეგმენტადაა წარმოდგენილი. წინა ბამპერს რთული ფორმა აქვს და ის ნაწილობრივ, რადიატორის სეგმენტებად დამყოფი ტიხრის მოვალეობასაცდ ასრულებს. ბამპერის შუაში კი სანომრე დაფა მოთავსდა.

 აღსანიშნავია, რომ მანქანის წინა ნაწილის გაფორმება განსხვავებულია სედანისთვის, მისი ჰიბრიდული ვერსიისთვის, კუპეს, კაბრიოლეტის, უნივერსალისა და AMG-ს ვერსიებისთვის. ამგვარად, ყველა ამ ავტომობილის გარჩევა შორიდანვე იქნება შესაძლებელი. ცოტა გასაკვირი კია, რომ სამქიმიანებმა განახლებული E-კლასი, ლამის ყველა ტიპის ძარით ერთდროულად წარმოადგინეს. სხვები ამას დროთა განმავლობაში, სხვადასხვა გამოფენაზე გააკეთებდნენ, რითაც მუდმივი განახლების ეფექტით მოხიბლავდნენ მყიდველს. თუმცა, როგორც ჩანს, შტუტგარტელი მარკეტოლოგები ამას საჭიროდ არ მიიჩნევენ.
 ცვლილებები ინტერიერშიც შეინიშნება. განსაკუთრებით ისინი ცენტრალურ კონსოლზე განხორციელდა. განახლდა სალონის გაფორმება, გამოყენებული მასალები და შესრულების დონები. გარდა ამისა, „მერსედესი“ მყიდველს ახალ ტექნოლოგიებსაც სთავაზობს.
E-კლასის ოჯახის სიამაყის, E63 AMG-ს სედანის და უნივერსალისძარიან ვერსიებზე გამოყენებული ძრავი 550 ცხენის ძალამდე გაძლიერდა. ამასთან ახალი, S-მოდლის ძრავის სიმძლავრე 577 ცხენის ძალა იქნება და ის სრულამძრავიანი ტრანსმისიით აღიჭურვება.
E-კლასის ოჯახის ევროპული პრემიერა ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართება.

No comments:

Post a Comment