Monday, December 24, 2012

„აუდი“ ლე მანის პროტოტიპის ბაზაზე სუპერქარ R20-ს გამოუშვებს

Audi R20, Le Mans-based diesel supercar, said to come in 2016
24 დეკემბერი
ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „აუდი“ ახალი სუპერ ავტომობილის გამოშვებას აპირებს, რომელიც ლე მანის ტრიუმფატორი სპორტული პროტოტიპის ბაზაზე შეიქმნება. გერმანული კომპანიის კვლევისა და განვითარების შეფმა ვოლფგანგ დიურჰაიმერმა ბრიტანულ გამოცემა „ავტო ექსპრესთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ახალი სუპერ ავტომობილი დიზელ ჰიბრიდული სისტემით აღიჭურვება და კონკურენციას გაუწევს ისეთ მონსტრებს, როგორებიც მალე გახდებიან „მაკლარენ P1“, „ფერარი F70“ და „პორშე 918“.
რა თქმა უნდა, ამ ავტომობილის მონაცემებზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია და „ავტო ექსპრესს“ ამის შესახებ არც დიურჰაიმერს უთქვამს რამე. თუმცა, გამოცემა ვარაუდობს, რომ R20-ის შასი კარბონის კომპოზიტისგან დამზადდება, მისი ჰიბრიდული აგრეგატის სიმძლავრე 700 ცხენის ძალის ფარგლებში იქნება, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი 1000 ნიუტონმეტრს მიაღწევს, მაქსიმალური სიჩქარე კი 320 კმ/სთ-ს ასცდება.

გერმანული გამოცემა „აუტომობილი“ ვარაუდობს, რომ სუპერ ავტომობილი შეიძლება ლე მანის სარბოლი პროტოტიპის საგზაო ვერსიაც იყოს, შესაბამისი დიზაინით და რა თქმა უნდა, გაზრდლი კლირენსით და ნაკლებად ექსტრემალური აეროდინამიკური პაკეტით.
რაც შეეხება ჰიბრიდულ აგრეგატს, მასში შევა წყვილ ტურბოიანი V6 დიზელი, რომლის სიმძლავრე დაახლოებით 550 ცხენის ძალა იქნება და ორი ელექტრო ძრავი, რომელთა ჯამური სიმძლავრე 150 ცხენის ძალას მიაღწევს. დიზელის მიერ გამომუშავებულ მამოძრავებელ ძალას უკანა ბორბლები მიიღებს, ელექტრო ძრავებისას კი - წინები.
„აუტომობილის“ ვარაუდით, „აუდი R20-ის“ პირველი ჩვენება პებლ ბიჩის 2015 წლის ელეგანტურობის კონკურსზე გაიმართება, რის შემდეგაც, გერმანული კომპანია მასზე შეკვეთების მიღებას დაიწყებს. სავარაუდოდ, მხოლოდ 150 ან 200 ცალი R20 დამზადდება.

No comments:

Post a Comment