Tuesday, December 25, 2012

„მაკლარენმა“ ნიუ იორკში P1-ის დახურული ჩვენება მოაწყო (ვიდეო)


McLaren shows production P1 at private NYC shindig
25 დეკემბერი
„მაკლარენმა“ თავისი უახლესი კონცეპტუალური სუპერ ავტომობილის, P1-ის განახლებული, ფაქტობრივად წარმოებისთვის მომზადებული ვერსია, ნიუ იორკელებს, დახურულ ჩვენებაზე წარუდგინა. ჩვენებაზე ითქვა, რომ წარდგენილი ავტომობილი, 97 პროცენტით ჰგავს საწარმოო მოდელს.

პრეზენტაციაზე ითქვა, რომ სერიულ ავტომობილზე, სხვანაირი იქნება რადიატორის ჰაერის ამღებები, რომლებიც გვერდზეა მოთავსებული და წინა ბორბლის წინ არსებული ფრთასხმულობა, რომელზეც მუხრუჭებისთვის ჰაერის ამღები „ლაყუჩები“ გაჩნდება.
შეგახსენებთ, რომ „მაკლარენ P1“ ლეგენდარული „მაკლარენ F1-ის“ იდეური შთამომავალია. ის ჰიბრიდული ძალური დანადგარითაა აღჭურვილი, რომლის ჯამური სიმძლავრეც 720 ცხენის ძალა იქნება. მასში 3.8-ლიტრიან ტურბო V8 ძრავთან ერთად, სისტემა კერს-ია გაერთიანებული.
გარდა ამისა, ავტომობილი კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ მონოკოკურ მზიდ სისტემაზეა აგებული. საკიდარი რეგულირებადია, ავტომობილს გააჩნია აქტიური აეროდინამიკური ელემენტები, ხუთრეჟიმიანი ტრექშნ-კონტროლი. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს სუპერალუმინის ბორბლები, რომლებიც მაგნიუმის ბორბლებივით მსუბუქია და მათზე გაცილებით გამძლე. ის ისეთ აეროდინამიკურ დატვირთვას უძლებს, როგორსაც სახურავზე მჯდარი მომცრო ტანის სპილო გამოიწვევდა.

„მაკლარენი“ მხოლოდ 500 ცალი P1-ის წარმოებას აპირებს, თითოეულის ფასი მილიონ ევრომდე იქნება.

ვიდეო

No comments:

Post a Comment