Monday, December 17, 2012

„მაზდა“ კომპაქტურ ქროსოვერ CX-3-ს 2014 წელს გამოუშვებს

Mazda CX-3 Crossover Coming in 2014
17 დეკემბერი
ჯერ ერთი წელიც არაა გასული მას შემდეგ, რაც „მაზდამ“ ქროსოვერ CX-5-ის წარმოება დაიწყო და ამ ავტომობილმა უკვე მოიპოვა პოპულარობა. ქროსოვერი შესანიშნავი მართვადობით, კარგი ტექნიკური მახასიათებლებით და ეფექტური ძრავებით გამოირჩევა, რაც ტექნოლოგია „სკაიაქტივის“ დამსახურებაა.
იაპონური კომპანია კი მიღწეულს არ სჯერდება. „მაზდა“ უკვე მუშაობს სუბკომპაქტურ ქროსოვერზე, რომელსაც დიდი ალბათობით, CX-3-ს დაარქმევენ. ეს ავტომობილი პლატფორმას შემდეგი თაობის „მაზდა2-სგან“ გაიზიარებს. სავარაუდდ, ეს ავტომობილი ბაზარზე 2014 წელს გამოვა. გარეგნულად ის CX-5-ს დაემსგავსება, თუმცა სტილის განვითარება გაგრძელდება.
ახალი ავტომობილი, შედარებით მცირელიტრაჟიანი ძრავებითაც აღიჭურვება. მათ შორის იქნება 1.6-ლიტრიანი დიზელის და 1.3-ლიტრიანი ბენზინის ტურბო ძრავი. ამასთან, ავტომობილი მხოლოდ წინაამძრავიანი ტრანსმისიით აღიჭურვება, თუმცა არაა გამორიცხული, მომავალში მყიდველს სრულამძრავიანიც შესთავაზონ.
„მაზდა CX-3“ კონკურენციას გაუწევს ისეთ სერიოზულ მეტოქეებს, როგორებიცაა „ნისან ჯუკი“ და „ფორდ ეკოსპორტი“, რომელიც ჯერ არც გამოსულა. ახალი ავტომობილის სავარაუდო ფასი 16 000 ევრო იქნება.

No comments:

Post a Comment