Monday, December 17, 2012

კონკურს „ევროპის წლის ავტომობილის“ ფინალისტები

European Car of the Year Short List with the 8 Finalists Revealed
17 დეკემბერი

ტრადიციული კონკურსი „ევროპის წლის ავტომობილის“ გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. ჟიურიმ უკვე აირჩია ის რვა ავტომობილი, რომელთა შორისაც, საუკეთესოს ჟენევის მოტორ შოუზე დაგვისახელებს.

საერთოდ, ფინალში 7 ავტომობილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ წინასწარი კენჭისყრის პროცესში, ორმა ავტომობილმა თანაბარი ქულები დააგროვა. ამასთან, ფინალში რეალურად 9 ავტომობილი მოხვდა, რომელთაგან ორი - „სუბარუ BRZ“ და „ტოიოტა GT86“, პრაქტიკულად ერთი ავტომობილია.
ფინალში ჟიურის ყოველი წევრის განკარგულებაში 25 ქულა იქნება, რომელთაგან 10 ქულას ის მანქანა მიიღებს, რომელსაც ჟიურის წევრი პირველ ადგილზე დააყენებს. დარჩენილი 15 ქულა კი შემდგომ ოთხ ადგილზე ავტომობილს გადაუნაწილდება. საბოლოოდ, ანკეტები დაჯამდება და გამარჯვებული, ქულათა საერთო რაოდენობის მიხედვით დასახელდება.


კონკურს „ევროპის 2013 წლის ავტომობილის“ ფინალისტები
ფორდ B-მაქსი
ჰიუნდაი i30
მერსედეს-ბენც A-კლასი
პეჟო 208
რენო კლიო
სუბარუ BRZ/ტოიოტა GT86
ფოლკსვაგენ გოლფი
ვოლვო V40

No comments:

Post a Comment