Friday, December 14, 2012

„ფერარიმ“ „ენცოს“ შემცვლელი ფოტო ტიზერებით გაგვაცნო

Ferrari Releases First Photos Of Its Enzo Replacement (F70)
14 დეკემბერი
საავტომობილო სამყარო მოუთმენლად ელის „ფერარი ენცოს“ შემცვლელს, რომელიც ამ ეტაპზე, F70-ის სახელითაა ცნობილი. მარანელოელებმა ამ ავტომობილისთვის შემუშავებული ტექნოლოგიები უკვე გაგვაცნეს, მაგრამ მის გარეგნობაზე სიტყვაც არ დასცდენიათ და არც ესკიზები გამოუქვეყნებიათ. მხოლოდ ძლიერ შენიღბული ავტომობილის გადაღება მოხერხდა რამდენჯერმე. რაც შეეხება ავტომობილის მახასიათებლებს, მასზე კომპანიის უფროსობა მხოლოდ ზოგად ინფორმაციებს იძლეოდა...
და აი, დადგა დრო, როდესაც „ფერარიმ“ ახალი სუპერ ავტომობილის ფოტო ტიზერების გავრცელება დაიწყო. ჯერ დადასტურებულად ცნობილი არაა, თუ როდს ვიხილავთ ამ ავტომობილის ოფიციალურ ფოტოებს. არსებობს ვარაუდი, რომ იტალიური კომპანია, მალე ამ ავტომობილს დახურულ ჩვენებაზე თავის ერთგულ მყიდველს წარუდგენს. მაგრამ როდის ჩატარდება მსოფლიო პრემიერა - დეტროიტის, თუ ჟენევის მოტორ შოუზე? - ამაზე ჯერაც არაფერს ამბობენ...
„ენცოს“ შემცვლელზე მეტნაკლები ინფორმაცია ჩვენ უკვე გაგაცანით (http://autopanoramaf2.blogspot.com/2012/11/blog-post_2519.html). ამ მხრივ, სიახლე პრაქტიკულად არაა. თუმცა, როგორც ჩანს, დიდხანს ლოდინი აღარ მოგვიწევს და მალე ახალ სუპერ ავტომობილს უკვე ოფიციალურად გაგვაცნობენ.

No comments:

Post a Comment