Friday, December 14, 2012

„ლენდ როვერ ფრილენდერ 2“ შავთეთრად


Land Rover Graces 2013 Freelander 2 with New Black & White Limited Edition Models
14 დეკემბერი
„ლენდ როვერმა“ მეორე თაობის „ფრილენდერის“ სპეციალური ვერსია შეიმუშავა, რომელსაც სახელად „ბლექ ენდ უაით“ (შავი და თეთრი) შეარქვა. ამ სერიის ავტომობილები ჩვეულებრივი „ფრილენდერისგან“ გარეგნულად და აღჭურვილობითაც განსხვავდება.

ამ სერიით მხოლოდ 600 ცალი ავტომობილის გამოშვება იგეგმება. ამასთან, ნახევარი შავი მეტალიკის ფერში (სანტორინი ბლექ მეტალიკ) შეიღებება, ნახევარი კი „ფუძი უაითში“ (ფუძის თეთრი). ავტომობილები 2.2-ლიტრიანი ტურბოდიზელით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 148 ცხენის ძალაა. რაც შეეხება ტრანსმისიას, მყიდველი თავად აირჩევს ან წინაამძრავიან (eD4), ან სრულამძრავიან (TD4)ვარიანტს. სრულამძრავიანის შემთხვევაში, გადაცემათა კოლოფი შეიძლება იყოს როგორც მექანიკური, ასევე ავტომატურიც.
„ბლექ ენდ უაით“ სერიის ავტომობილების განმასხვავებელი ნიშნებია შავად შეღებილი რადიატორის ბადე, კარების სახელურები და გვერდითა სავენტილაციო ნასვრეტები. მანქანები 17-დუიმიან ბორბლებზე დგას, ფარების ბლოკში კი LED დღის გაბარიტული ფარებია გაერთიანებული.
სალონში სავარძლები და დეტალები ებონიტის შავ ფერშია გაწყობილი. აღჭურვილობას დაემატა უკაბელო კავშირის სისტემა. ძრავის გაშვება ღილაკით ხდება, ფანჯრების ამწევები ელექტრონულია. სტანდარტულ ეკიპირებაში ჰაერის კონდიცირების სისტემაც შევიდა.
„ბლექ ენდ უაითის“ წინაამძრავიანი ავტომობილების ფასი 22 495 გირვანქა სტერლინგიდან იწყება, სრულამძრავიანისა, თუ მას მექანიკური კოლოფი აქვს, 23 495, ავტომატური კოლოფის შემთხვევაში კი - 24 995 გირვანქა სტერლინგია.

No comments:

Post a Comment