Friday, December 4, 2015

ახალი „ფორდ მუსტანგი“ ავსტრალიაში - როგორც ოდესღაც ბითლზის კონცერტი...

Ford Mustang An Instant Hit In Australia, Sells Out Until 2017
4 დეკემბერი
ავსტრალიაში ახალ „ფორდ მუსტანგზე“ ნამდვილი ბუმია. გამოცემა „ქარ ედვაისი“ ამ ბუმს იმ აჟიოტაჟს ადარებს, რომელიც ოზეთში „ბითლზის“ პირველ კონცერტს (1964 წელს) მოჰყოლია. მეექვსე თაობის მოდელი პირველი გლობალური „მუსტანგია“ და პრაქტიკულად ყველა დიდ ბაზარზე, ის პოპულარობით სარგებლობს. მათ შორისაა ავსტრალიაც, სადაც ცისფერი ოვალის ავტომობილზე მომავალი წლის ლიმიტიც კი უკვე შევსებულია.
იმ ავსტრალიელებს, ვინც დღეს გადაწყვეტს დილერებისთვის „მუსტანგის“ შეკვეთას, სასურველი ავტომობილის ცდა 2017 წლამდე მოუწევთ. 2016 წლისთვის ავსტრალიელებისთვის 4 000 „მუსტანგი“ იყო გამოყოფილი და ყველა მათგანზე შეკვეთა უკვე მიღებულია. უფრო მეტიც, შემკვეთთა 80 პროცენტს დეპოზიტი უკვე შეტანილი აქვს.

„უბრალოდ აღტაცებულნი ვართ იმ პოპულარობით, რაც „მუსტანგის“ ჩვენთან გამოჩენას მოჰყვა. ჩვენმა ბაზარმა ის ისეთივე ენთუზიაზმით მიიღო, როგორც „ბითლზი“ პირველი ავსტრალიური ტურნეს დროს“, - ამბობს „ფორდ ავსტრალიას“ პრეზიდენტი და მთავარი აღმასრულებელი გრემ ვიკმანი.
საერთოდ, ავსტრალიაში V8 არქიტექტურის ძრავებით აღჭურვილი ავტომობილები პოპულარობით სარგებლობს. შესაბამისად, „მუსტანგის“ შემკვეთთა დაახლოებით 86 პროცენტმა არჩევან 5.0-ლიტრიან V8 ძრავზე გააკეთა, რომელიც 406 ცხენის ძალას და 525 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. და ეს იმ დროს, როცა ავსტრალიელთათვის განკუთვნილი „მუსტანგის“ ძრავების გამაში, სერია ეკობუსტის ძალიან ეფექტური, 2.3-ლიტრიანი ტურბო ძრავი შედის.
ავსტრალიელებს არ შესთავაზეს V6 აგრეგატი. ანუ, დარჩენილმა 14 პროცენტმა სწორედ ეკობუსტის ძრავზე შეაჩერა არჩევანი, რომელიც 312 ცხენის ძალას და 432 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. თუმცა, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მალე ოთხცილინდრიანი აგრეგატი პოპულარობით უკან ჩამოიტოვებს V8-ს. ამის მიზეზად კი ის გარემოება სახელდება, რომ „მუსტანგის“ მყიდველთა პირველი ტალღა, შეძლებული ფენის წარმომდგენლები არიან, ვისაც V8 ძრავში ზედმეტი ფულის გადახდის უნარი აქვს.

No comments:

Post a Comment