Friday, December 4, 2015

15 წლის ტაილანდელი ბიჭის კონცეპტუალური „კიონიგსეგ უტაგერა“

Talented 15-Year Old Designs Fictional Koenigsegg Utagera Concept
4 დეკემბერი
სუპერ ავტომობილის ეს მასშტაბური მაკეტი არის 15 წლის ტაილანდელი დიზაინერის, ჯენარონგ მუენგტავეეპონგსას ნამუშევარი. და არა პირველი. მას ადრე კონცეპტუალური „ასტონ მარტინ DB11“ და „კიონიგსეგ ლეგერაც“ შეუქმნია. და მისი ყოველი ახალი ნამუშევარი სპეცალისტების ყურადღებას იქცევს. მესამე მოდელი, სახელად „კიონიგსეგ უტაგერა“, პატარა დიზაინერმა, „დიდ ბიჭებთან“ ერთად, ბანგკოკში გამართულ, ტაილანდის საერთაშორისო მოტორ ექსპოზე წარადგინა.
თავის კონცეპტზე, რომელსაც „აგერას“ შემცვლელად მოიაზრებს, მუენგტავეეპონგსას მხოლოდ სამი თვე უმუშავია. სხვათა შორის, სანამ გამოფენაზე თავის კონცეპტს გაიტანდა, ბიჭი დიზაინის ისეთ გურუებს შეხვდა, როგორებიც კრის ბენგლი, ჯორჯეტო ჯუჯარო და ვალტერ დე სილვა არიან. ტაილანდელი ვუნდერკინდის შესახებ მათ ადრეც სმენოდათ და ბანგკოკში მისი გაცნობის შანსი მიეცათ. მართლაც დიდი პატივია...
კონცეპტი წარმოშობით ტაილანდიდან კი არის, მაგრამ როგორც ირკვევა, სკანდინავიური სახელი ჰქონია. „უტაგერა“ ნორვეგიულად თურმე გამოხტომას, ოხუნჯობას ნიშნავს. ოღონდ, რატომ დაარქვა ეს სახელი, ამაზე არაფერი უთქვამს. ფაქტი კი ისაა, რომ პროექტი კრისტიან ფონ კიონიგსეგის ყურადღებას იმსახურებს...

No comments:

Post a Comment