Tuesday, November 17, 2015

„TAG ჰოიერი“ „მაკლარენს“ დაშორდა

Tag Heuer to leave McLaren for Red Bull
17 ნოემბერი
საათების მწარმოებელმა შვეიცარიულმა კომპანია „TAG ჰოიერმა“ გამოაცხადა, რომ ამ სეზონის ბოლოს დაასრულებს „მაკლარენის“ სპონსორობას და „რედ ბულის“ ბანაკში გადაინაცვლებს. ეს ინფორმაცია სან პაულუში, „TAG ჰოიერის“ მთავარმა აღმასრულებელმა ჟან-კლოდ ბივერმა გაავრცელა.
„მართალია, ჩვენ ახლახანს მომავალ სეზონზე კონტრაქტი გავაფორმეთ „რედ ბულთან“. ეს ახალგაზრდა გუნდია, რომელიც დინამიურად ვითარდება და მიზანმიმართლულია, რითაც საუკეთესოდ შეესაბამება „TAG ჰოიერის“ სტრატეგიას“, - ამბობს ბივერი.
ახლახანს 30 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც „მაკლარენი“ და „TAG ჰოიერი“ პარტნიორები არიან. ბივერი ხაზს უსვამს, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და წარმტებული პარტნიორობაა ფორმულა 1-ის ისტორიაში და მან რამდენიმე ეპოქა გამოიარა.
„ჩვენს შორის პარტნიორობა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ხანგრძლივი სპორტის ისტორიაში. ის 30 წელი გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში, ორივე მხარემ წარმოუდგენელ წარმატებებს მიაღწია. ჩვენ მადლიერებით ვასრულებთ ამ თანამშრომლობას. ჩვენ ორივემ ერთად ბევრი შევძელით“, - დასძენს „მაკლარენის“ წარმომადგენელი.
ცნობისათვის, „TAG ჰოიერი“ შედიოდა TAG-ის ჯგუფში, რომელსაც „მაკლარენის“ აქციების 25 პროცენტი ამჟამადაც ეკუთვნის და უცნობია, აპირებს თუ არა თავისი აქციების შენარჩუნებას. რაც შეეხება „მაკლარენს“, უოკინგური გუნდი თავის ისტორიაში ყველაზე უარეს სეზონს  ატარებს - ათ გუნდში მეცხრე ადგილზე იმყოფება. და ეს პირველ რიგში, ფ1-ში ძრავების მიმწოდებლად დაბრუნებული „ჰონდას“ ბრალია.

No comments:

Post a Comment