Thursday, November 5, 2015

„ნისან 2020 ვიჟნ გრან ტურიზმო“ - ვირტუალური სამყაროდან რეალობაში

Nissan's 2020 Vision Gran Turismo Concept Comes Back Home
5 ნოემბერი
„ნისანმა“ ეს ავტომობილი, ვირტუალურ თამაშ „გრან ტურიზმოსთვის“ შეიმუშავა. მართალია, ამ თამაშში გაცილებით ეფექტური და აგრესიული სტილის სარბოლო ავტომობილებსაც ნახავთ, მაგრამ იაპონური კომპანიის „2020 ვიჟნ გრან ტურიზმო“ მათ შორის მაინც გამოირჩევა თავისი ბრუტალური ფორმებით. ამიტომ, მას სახელად ალბათ უფრო „მონსტრი“ შეეფერება. „ნისანმა“ ეს ავტომობილი რეალურადაც დაამზადა და ის ტოკიოს მოტორ შოუზე, საკუთარი პავილიონის შოუ სტოპერად გამოიყენა.
ეს არის ძალიან დაბალი, გრძელი და ვიწრო შუშების მქონე ავტომობილი, როგორც ხშირად მოიხსენიებენ, სუპერ ავტომობილების იაპონელი „მკვლელი“. ზოგისთვის ის „გოძილაა“. ზოგს კი ახლანდელ GT-R-საც აგონებს, რის გამოც, ბევრმა ავტომობილის შთამომავლადაც მოიხსენია. ტოკიოში წარდგენილი ავტომობილი მხოლოდ საჩვენებელია და არც აგრეგატი გააჩნია და არც ინტერიერი.
თუ ვირტუალური ავტომობილის ორიგინალური ფერი რუხია, ტოკიოსთვის ის წითელში გამოაწყვეს. გარდა ამისა, უფრო დაიხვეწა „ნისანის“ რადიატორის სტილიზებური V-ს ფორმის ცხაურის ფორმა. მის სტრუქტურაში უხვად გამოიყენეს კარბონის კომპოზიტი. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ავტომობილის უკანა ნაწილში არსებული, ეგრეთ წოდებული ორმაგი დიფუზორი, ასევე შუქდიოდური მრგვალი ფარები.
სხვათა შორის, „ნისანი“ არ მალავს, რომ ამ ავტომობილის სტილის ზოგიერთი ელემენტი, შემდეგი თაობის GT-R-ზე გადაინაცვლებს.

No comments:

Post a Comment