Thursday, November 5, 2015

„იამაჰას“ კარბონის ხელმისაწვდომი სპორტქარი

Yamaha's New Sports Ride Concept Is The Affordable Carbon Sports Car We Want
5 ნოემბერი
„იამაჰამ“ ტოკიოს მოტორ შოუზე კონცეპტუალური ორადგილიანი სპორტული ავტომობილი, „სპორტს რაიდი“ წარადგინა, რომელიც, გარდა იმისა, რომ იაპონური კომპანიის მინიშნებაა იმისა, რომ მალე საავომობილო ბაზარზე შევა, არმედ იმის დემონსტრირებაც, რომ ამას უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით აპირებს, იმ ტექნოლოგიებით, რომლებიც ფორმულა 1-ის ლეგენდარულმა ინჟინერმა, გორდონ მარიმ და მისმა საინჟინრო კომპანიამ შეიმუშავეს.

ეს მეორე კონცეპტუალური ავტომობილია, რომელიც „იამაჰამ“ მარისთან ერთად შეიმუშავა. მას აქვს ძალიან მსუბუქი სტრუქტურა, რომელიც მეტწილად კარბონის კომპოზიტისგან, ტექნოლოგია „აისტრიმ კარბონის“ გამოყენებით არის შემუშავებული და ამის წყალობით, სულ რაღაც, 750 კილოგრამს იწონის. პირველი კონცეპტის, საქალაქო მინიქარ „მოტივ.e-სგან“ განსხვავებით, „სპორტს რაიდს“ კარბონის ბოჭკოსგან დამზადებული ძარის პანელები აქვს და არა შუშის ბოჭკოსი.
სწორედ „აისტრიმის“ დახმარებით, ინჟინრებმა ეს კონცეპტუალური ავტომობილი, სუფთა ფურცლიდან, სულ რაღაც, ხუთ თვეში შეიმუშავეს. სიმსუბუქე იმანაც განაპირობა, რომ სალონი მინიმალისტურ სტილშია შესრულებული. მის გასაფორმებლად გამოიყენეს მეტალი, ტყავი და კარბონი. თავისი გაბარიტებით და სტილით, „სპორტს რაიდის“ სერიულ ვარიანტს, ბაზარზე „ლოტუს ელიზისთვის“ კონკურენციის გაწევა შეუძლია.
„იამაჰას“ თავისი კონცეპტის აგრეგატების შესახებ არაფერი უთქვამს. მაგრამ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ის აღჭურვილია იმ სამცილინდრიანი 1.0-ლიტრიანი ძრავით, რომელიც იაპონურმა კომპანიამ თავის პირველ კონცეპტზე გამოიყენა. თუმცა მისი ზუსტი ტექნიკური მახასიათებლები უცნობია. ძრავის სავარაუდო სიმძლავრე 80-100 ცხენის ძალაა.

„იამაჰას“ არ დაუკონკრეტებია, აპირებს თუ არა „სპორტს რაიდის“ სერიულ წარმოებას.

No comments:

Post a Comment