Wednesday, September 9, 2015

„სიტროენ კაქტუს M“ შექმნილია დასვენებისთვის

Citroën Cactus M Concept Is Designed For Leisure
9 სექტემბერი
ფრანკფურტის მოტორ შოუზე, „სიტროენი“ თავის უახლეს კონცეპტუალურ ავტომობილს, „კაქტუს M-ს“ წარადგენს, რომელიც ადრე პოპულარული, მსგავსი ტიპის „მეჰარის“ შთაგონებითაა შემუშავებული. ფრანგლი კომპანიის განცხადებით, ეს ავტომობილი დასვენებისთვისაა განკუთვნილი. უფრო მეტიც, „კაქტუს M-ი“ ნებისმიერი ტიპის გზასა და სიტუაციას ადვილად ეგუება.
ახალი კონცეპტი, მოდლ „C4 კაქტუსის“ ბაზაზეა დამზადებული და მასთან მსგავსების გარდა, ორიგინალური სტილითაც გამოირჩევა. რა თქმა უნდა, მის გარეგნობაში, „მეჰარისთან“ ნათესაობაც შეინიშნება. რა თქმა უნდა, ავტომობილი ღიაა, აქვს ორი სქელი საყრდენი, წვრილი ფარები და ასევე წვრილი რადიატორი, რაც ბადებს ეჭვს, რომ ავტომობილს ელექტრული დანადგარი ამოძრავებს.
საყრდენების გარეშე, „კაქტუს M-ი“ უფრო მეტად დაემსგავსებოდა „მეჰარის“. კარების ფორმითაც, ეს ავტომობილები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. უკან სავარძლებზე მოსახვედრად კი წინა კარის გაღება და იქიდან გადაძრომაც არაა საჭირო. იქ კარის გაუღებლადაც მოხვდებით. ცოტა წავარჯიშება და ამას ადვილად დაამუღამებთ. ამაში კი ავტომობილის ორივე მხარეს არსებული თითო საფეხურიც დაგეხმარებათ.
ინტერიერი თავისი სიმარტივით გამოირჩევა. რადგან ავტომობილს მოსახსნელი სახურავიც კი არ აქვს, ეს ნიშნავს, რომ სალონს წვიმა როდესმე მაინც დაასველებს. ამიტომ ინჟინრებმა სალონში ისეთი მასალები გამოიყენეს, რომლებიც წყლით არ იჟღინთება. ამასთან, სალონის წინა ნაწილში არის სადრენაჟო სადინარები. ორიგინალურად გააფორმეს სავარძლებიც - მათი „სამოსი“ სერფინგის თემის შესაფერის ფერებშია შერჩეული.
ავტომობილს აქვს გასაბერი ფსევდო სახურავი, რომელიც მაშინ გამოგადგებათ, როცა ღამის გათევას მოისურვებთ - სულ ცის ქვეშ ყოფნამ რომ არ მოგიწიოთ. ასეთი სახურავი მხოლოდ გაჩერებულ ავტომობილზე თუ გაიშლება. უკანა საყრდენი კი გარე ღია საბარგლის მოვალეობასაც შეასრულებს - მასზე სერფინგის დაფის, ან სხვა მსგავსი რამის დამაგრებაცაა შესაძლებელი.
„სიტროენი“ ამბობს, რომ „კაქტუს M-ს“ ყველნაირ საფარზე სისტემა „გრიპ კონტროლი“ ეხმარება, რომელსაც მოძრაობის დროს, ჩაჭიდების ოპტიმიზება ევალება. შესაბამისი რეჟიმის შერჩევა, საჭის რგოლის მარცხენა ნაწილში არსებული გადამრთველით ხდება. შესაძლებელია ოთხი რეჟიმის შერჩევა. ესენია: ნორმალი, ოლ-ტერეინ, სნოუ და სანდ. გაუვალ გზებზე გადაადგილებას აიოლებს ის ფაქტი, რომ ავტომობილი „მაღალზე დგას“. ამას კი მაღალი და ვიწრო საბურავებიც უწყობს ხელს. არადა, ავტომობილი არაა სრულ ამძრავიანი.

No comments:

Post a Comment