Saturday, August 29, 2015

„ლენდ როვერ დიფენდერის“ ოჯახი გუდვუდის ფესტივალზე წარდგება

LAND ROVER TO CELEBRATE DEFENDER LINEAGE AT GOODWOOD
29 აგვისტო
ბრიტანეთში პოპულარულ საავტომობილო ფესტივალ გუდვუდ რევაივლზე, რომელიც 11-13 სექტემბერს გაიმართება, განსაკუთრებული ადგილი „ლენდ როვერის“ ლეგენდარულ „დიფენდერს“ და მის ევოლუცას დაეთმობა. ექსპოზიციაზე წარადგენენ ყველა იმ ავტომობილს, რომლებიც ბრიტანულ კომპანკიას, ამ ხაზით, 67 წლის განმავლობაში აქვს გამოშვებული.
ფესტივალისას ჩატარდება სპეციალური პრეზენტაცია, რომლის დროსაც, დამსწრეებს პირველი სერიიდან მოყოლებული, თანამედროვე „დიფენდერამდე“, ამ ხაზის ყველა ავტომობილს წარუდგენენ. ავტომობილების გარდა, დამთვალიერებლებს პირველი სერიის შექმნის პროცესს, ნახაზებს და პირველ ექსპერიმენტულ შასისაც გააცნობენ. უფრო მეტიც, გაიმართება ავტომობილის პროექტირების პროცესის წარმოდგენა, რომლის დროსაც, „ინჟინრები“ იმავე ფორმაში იქნებიან გამოწყობილი, რომელშიც 1948 წელს, პირველი სერიის ინჟინრები იყვნენ. პრეზენტაციის კულმინაცია იქნება „დიფენდერ ბაიოგრაფის“ წარდგენა.
სპეციალური სტენდი დაეთმობა სააუქციონო სახლ „ბონჰემსს“, რომელიც „დიფენდერის“ (და მისი წინამორბედი სამი სერიის) მე-2 მილიონე ეგზემპლარს გვიჩვენებს. აქვე მყიდველს წარუდგენენ ჟურნალ LRO-ს (ლენდ როვერ ონერს), რომელშიც ცნობილი ჟურნალისტი მაიკ გუდბანი ამ ავტომობილის აწყობის პროცესზე გვიყვება. სხვათა შორის, აწყობაში მანაც მიიღო მონაწილეობა.
გუდვუდ რევაივლის დასრულებიდან ერთ კვირაში, პიტერბოროში თავად LRO გამართავს შოუს, რომელზეც „დიფენდერის“ (და არამხოლოდ დიფენდერის) ყველანაირი ვერსიების ნახვის შესაძლებლობა იქნება.

No comments:

Post a Comment