Saturday, August 29, 2015

„პორშემ“ მარკ ვებერს „918 სპაიდერი“ აჩუქა

MARK WEBBER GETS ONE-OFF PORSCHE 918 SPYDER
29 აგვისტო
„რედ ბულის“ ყოფილ პილოტს, ამჟამად კი გამძლეობაზე რბოლებში, საკუთარი გუნდის წევრს, ავსტრალიელ მარკ ვებერს, „პორშემ“ თავისი ჰიბრიდული სუპერ ავტომობილი, „918 სპაიდერი“ აჩუქა. ვებერს, ვინც გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე სეზონს ატარებს, 39 წელი შეუსრულდა.
ყველაფერთან ერთად, ცუფენჰაუზენელებმა თავიანთ პილოტს გამორჩეული ვერსია მოუმზადეს. მისი ავტომობილის შასის ნომერია #605. ის ვებერის სტილის და გემოვნების შესაბამისად არის მომართული. ფერთა შეხამებაც ექსკლუზიურია და მას „პორშეში“ მოიხსენიებენ, როგორც „ზალცბურგ დიზაინს“. ინტერიერიც სპეცალურად მომზადდა. ჯერ ერთი, ის ვებერის სიმაღლეს მოარგეს. კოკპიტში კარბონს ფერი დომინირებს, რომელსაც კარგად ეხამება თეთრი ფერის ვიწრო ზოლები.
ამასობაში კი ვებერს მორიგი რბოლა ელის - ამ უქმეებზე ის ნურბურგრინგის 6-საათიან რბოლაში მიიღებს მონაწილეობას.

No comments:

Post a Comment