Wednesday, July 1, 2015

ტანკი ფორმულა 1-ის ტექნოლოგიით

BAE Systems Are Using Formula One Technology to Make their Tanks Better
1 ივლისი
ტანკი რომ მკვლელობის იარაღი არ იყოს, მასზე ინფორმაციას საავტომობილო გამოცემებში ხშირად ნახავდით. მაგრამ ხანდახან იმის საბაბიც ჩნდება, რომ ტანკზე საავტომობილო გამოცემაშიც დაიწეროს. მითუმეტეს მაშინ, როცა ტანკის კონსტრუქციაში ფორმულა ერთის ტექნოლოგიაა გამოყენებული.

ლაპარაკია ბრიტანულ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტორ „BAE სისტემზის“ მიერ შემუშავებულ დაკიდების აქტიურ სისტემაზე, რომელშიც ინჟინრებმა ფორმულა 1-ის ტექნოლოგია დანერგეს. ამ საკიდარით კი შვედური საბრძოლო მანქანა CV90-ის სხვადასხვა ვარიანტი აღიჭურვა. აქტიური საკიდარი ფორმულა ერთში პირველად 1990-იან წლებში, ბრიტანულმა გუნდმა „უილიამსმა“ დანერგა.
თუ ფორმულა ერთის ბოლიდებს ასეთი საკიდარი იდეალურად სწორ ასფალტზე სწრაფად მოძრაობაში ეხმარებოდა, ტანკის შემთხვევაში, ეს უგზოობის შემთხვევაშიც შესაძლებელი გახდა. ახალი საკიდარის დახმარებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ტანკის მანევრულობა და აჩქარების ბიჯი.
სხვათა შორის, მსგავს სისტემას, ლუქსის კლასის არაერთი ავტომობილის საკიდარშიც იყენებენ. „BAE სისტემზის“ სისტემას ჰქვია „აქტიური დემპფირების სისტემა“ და ის საკიდარის პარამეტრებს და ავტომობილის სიჩქარეს, გზის საფარის შესაბამისად, ავტომატურად მომართავს. სისტემის მიზანია, ნებისმიერ სიტუაციაში, ავტომობილის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ყოფნა უზრუნველყოს.
საინტერესოა, რომ თუ სარბოლო ავტომობილები, რომლებზეც ასეთი სისტემები პირველად გამოიყენეს, 700 კილოგრამზე მეტს არ იწონიან, „BAE სისტემზმა“ ის 35-ტონიან ტანკზე დანერგა. აქტიური საკიდარით აღჭურვილმა CV90-მა უსწორმასწორო გზებზე სიჩქარის რეკორდი დაამყარა და თავის ყველა კონკურენტ ტანკს აჯობა.
CV90 შვედეთში, ცივი ომის პერიოდში შეიმუშავეს და ის დღესაც დგას არამხოლოდ ამ ქვეყნის, არამედ ნორვეგიის, ფინეთის, შვეიცარიის, ჰოლანდიის და დანიის არმიის სამსახურში. ის ნატო-ს ჯარებთან ერთად, ავღანეთის ოპერაციებშიც მონაწილეობდა.

No comments:

Post a Comment