Wednesday, June 3, 2015

TVR, გორდონ მარი და „კოსუორტი“ სუპერ ავტომობილს გამოუშვებენ

TVR Working With Cosworth And Gordon Murray To Launch All-New V8 Model In 2017
3 ივნისი
სუპერ ავტომობილების მწარმოებელმა ბრიტანულმა კომპანია TVR-მ გამოაცხადა, რომ სახელოვან სამხრეთაფრიკელ ინჟინერ გორდონ მარისთან და ძრავების მწარმოებელ კომპანია „კოსუორტთან“ ერთად, სრულიად ახალ სპორტულ ავტომობილზე მუშაობს. ეს არის პირველი ნაწილი TVR-ს ახალი პროგრამისა, რომელიც უახლოეს ათ წელიწადში, მინიმუმ ოთხი ახალი სპორტული ავტომობილის გამოშვებას ითვალისწინებს.
TVR-ს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ უკვე წელიწადზე მეტია, რაც ახალ პროექტზე ლეგენდარულ „მაკლარენ F1-ის“ ავტორთან და ფორმულა ერთის სახელოვან ინჟინერ გორდონ მარისთან და ფ1-ის ძრავების სპეციალისტ „კოსუორტთან“ თანამშრომლობს. მათი ერთობლივი ნამუშევარი ბაზარზე სავარაუდოდ, 2017 წელს გამოვა.
ლეს ედგარი და გორდონ მარი (მარჯვნივ)
TVR გვპირდება, რომ ახალი ავტომობილის სპეციფიკაციებსა და ესკიზებს წელსვე გაგვაცნობს. ამ ეტაპზე კი მხოლოდ იმას გვიმხელს, რომ ავტომობილი ორადგილიანია და მეტწილად კომპოზიციური მასალებისგან დამზადდება. მის აეროდინამიკას გრაუნდ ეფექტის გათვალისწინებით შეიმუშავებენ. ავტომობილის წარმოებისას, მარის მიერ შემუშავებლ ტექნოლოგია „აისტრიმს“ გამოიყენებენ.
TVR შეინარჩუნებს მისთვის ტრადიციულ შეთანწყობას, რაც ძრავის წინ განლაგებას და უკანა წამყვან ბორბლებს ითვალისწინებს. ძრავი აუცილებლად ატმოსფერული (კოსუორტის წარმოების), მშრალკარტერიანი V8 აგებულებისა იქნება და მასთან წყვილში მექანიკური გადაცემათა კოლოფი იმუშავებს. ახალ ავტომობილს არულიად ახალ ქარხანაში გამოუშვებენ.
TVR-ს მფლობელ ლეს ედგარის თქმით, ახალი ავტომობილი დაახლოებით 50 000 გირვანქა სტერლინგი ეღირება და ის კონკურენციას „ასტონ მარტინის“ მეორად ავტომობილებს გაუწევს.

No comments:

Post a Comment