Sunday, June 7, 2015

ბატონის მანქანაზე ძრავის ახალ კომპონენტებს გამოიყენებენ

McLaren confirms new engine parts for Button
7 ივნისი
„მაკლარენმა“ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კანადის დიდ პრიზზე, ჯენსონ ბატონის მანქანაზე, ძალური დანადგარის ახალ კომპონენტებს გამოიყენებენ. ბატონს ისედაც ბოლო ადგილიდან უწევს სტარტის აღება, რის გამოც, ზედმეტი ძრავის გამოყენებისთვის, ამაზე უკან ვეღარ დასწევენ. სწორედ ამიტომ, მას რბოლის დროს, პიტლეინზე საჯარიმო გავლა მოუწევს.
ბატონმა ბოლო თავისუფალი პრაქტიკის დასრულება, თბური ენერგიის აღდგენის სისტემის დაზიანების გამო ვერ შეძლო. იმავე მიზეზით, ვერც კვალიფიკაციაზე იასპარეზა. რბოლამდე რამდენიმე სათით ადრე, „მაკლარენმა“ გამოაცხადა, რომ ბატონის მანქანაზე, თბური ენერგიის აღდგენის ახალ სისტემას და ახალ ტურბო კომპრესორს დააყენებენ. ეს კი ბატონისთვის მეხუთე შემთხვევა იქნება, როცა ამ სეზონში ძრავის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს უცვლიან და რადგან ძრავების ლიმიტი უკვე ამოწურული აქვს, სტარტზე ხუთი ადგილით უკან დაწევა უწევს.
და რადგან სტარტს ისედაც ბოლო პოზიციიდან იღებს და ამაზე უკან ვერ წავა, ამიტომ რბოლის დროს მოუწევს საფასურის გადახდა. ეს საფასური პიტლეინზე უქმედ გავლაა. ოღონდ, ამ ეტაპზე ერთი რამ ჯერაც გაურკვეველია. „მაკლარენს“ არ გადაუწყვეტია, ბატონი სტარტს ბოლო რიგიდან აიღებს, თუ პიტლეინიდან.

No comments:

Post a Comment