Sunday, June 7, 2015

ოთხი „ფერარი FXX K“ იმოლაში გაასეირნეს

Ferrari FXX K On Imola Sounds Incredible
7 ივნისი
„ფერარიმ“ დაასრულა თავის ჰიბრიდულ სუპერ ავტომობილ „ლაფერარის“ სატრეკო ვერსია FXX K-ს ტესტირება. მალე კი ყველა ეგზემპლარს, რომელთა წარმოებასაც აპირებს, ბუდაპეშტში, სპეციალურად დაგეგმილ შეხვედრა „ფერარი რეისინგ დეისზე“ ჩაიყვანს. თუმცა მანემდე, ოთხი მათგანი იმოლაში ჩაიყვან, სადაც ენცო და დინო ფერარის სახელობის ლეგენდარულ ავტოდრომზე „გაასეირნა“.
გასეირნება ძალიან ხმაურიანი გამოდგა, როგორიც უნდა ყოფილიყო და როგორიც „ჯიშიანი კვიცების“ მოყვარულთ სისხლს აუმღვრევს. ამ ვიდეოს ცქერისას ალბათ ფორმულა 1 გაგახსენდებათ, რომლის თანამედროვე ბოლიდების ხმაც, ამ ოთხი FXX K-ს დახვეწილ და მძლავრ გრუხუნთან ახლოსაც ვერ მოვა.
სხვათა შორის, FXX K-ს „ჩვეულებრივი“ „ლაფერარისგან“ ხმაც განასხვავებს. ოღონდ, სატრეკო ვერსიის მყიდველს ორჯერ მეტ ფულს მხოლოდ ხმაში არ გადაახდევინებენ. ის 1035 ცხენის ძალით და 900 ნიუტონმეტრითაც გასიამოვნებთ. თანც, სატრეკო დღეებში თვით „ფერარის“ გუნდი მოგემსახურებათ და ავტომობილსაც დანიშნულების ადგილზე, სარბოლოდ გამზადებულს მოგიყვანთ. რა თქმა უნდა, სხვა დროს მის შენახვასაც თვითონ „ფერარი“ კისრულობს.
ოღონდ, ამ ავტომობილს ყველა ვერ შეიძენს! ჯერ ერთი, მას მხოლოდ სტანდარტული „ლაფერარის“ მყიდველს სთავაზობენ. ამ ავტომობილის გაყიდვები კი უკვე შეწყვეტილია, რადგან რაც დაგეგმილი იყო (449), ყველა გაიყიდა. თანც, მათი შეძენის საშუალებაც „ფერარიმ“ მხოლოდ იმ კლიენტებს მისცა, ვისაც მარანელოელთაგან მინიმუმ 5 ავტომობილი უკვე შეძენილი აქვთ...

ვიდეო

No comments:

Post a Comment