Friday, June 12, 2015

ღია „რეინჯ როვერ ჰაიბრიდი“ დედოფალ ელიზაბეთ მეორისთვის

Land Rover Built An Open-Top Range Rover Hybrid For Queen Elizabeth II
12 ივნისი
ცნობილია, რომ მისი უდიდებულესობა, დედოფალ ელიზაბეთ მეორე „ლენდ როვერ დიფენდერს“ ფლობს, რომელსაც ხანდახან თავადვე მართავს ხოლმე, როდესაც ქალაქგარეთ, გრუნტიან გზაზე გასეირნებას ინებებს. თუმცა როგორც წესი, დედოფალი „ლენდ როვერის“ მიერ სპეციალურად მისთვის შექმნილი „რეინჯ როვერ სტეიტ რევიუთი“ გადაადგილდება.
ბრიტანულმა კომპანიამ ახლახანს სამეფოს კარისთვის მეოთხე „რეინჯ როვერ სტეიტ რევიუ“ დაამზადა, რომლის დებიუტიც ქალაქ კარდფში შედგა, სადაც მისმა უდიდებულესობამ, სამეფო უელსის პოლკის ახალი ფერები წარადგინა. ტრადიციულად, ბრიტანეთის მონარქები, ამ პოლკის მეთაურები არიან ხოლმე.
დედოფლისთვის ავტომობილი „ლენდ როვერ დიზაინმა“ შეიმუშავა და „იაგუარ ლენდ როვერის“ სპეციალური ავტომობილების ოპერაციების დეპარტამენტმა ააგო. ის გრძელბაზიანი „რეინჯ როვერის“ საფუძველზე შეიქმნა და აღჭურვილია ჰიბრიდული სისტემით, რომელშიც ელექტრო და დიზელის ძრავებია გაერთიანებული. ამ ავტომობილს, მხოლოდ ელექტრო ძრავის დახმარებით გადაადგილებაც შეუძლია.
სამეფო „რეინჯ როვერ სტეიტ რევიუს“ უკანა სამგზავრო ნაწილის სახურავი მოხსნილია, რაც მის უდიდებულესობას, ფეხზე დგომისა და მის შესახვედრად გამოსული ხალხის მისალმების საშუალებას აძლევს. დედოფალს მესამე „სტეიტ რევიუ“ 2002 წლიდან ემსახურება. პირველი „სტეიტ რევიუ“ კი „ლენდ როვერმა“ 1953 წელს დაამზადა.
„იაგუარ ლენდ როვერი“ ერთადერთი საავტომობილო კომპანიაა, რომელიც სამივე სამეფო ორდენს ფლობს. ესენია მის უდიდებულესობა დედოფლის, მის სამეფო უმაღლესობა დიუკ ედინბურგელის და მის სამეფო უმაღლესობა უელსის პრინცის ორდერები. ახლახანს კი ბრიტანულმა კომპანიამ, დედოფლისგან წარმოებისა და მდგრადი განვითარების ჯილდო, მისი პროდუქციის მიერ, გარემოს დაბინძურების შემცირებისთვის დაიმსახურა.

No comments:

Post a Comment