Thursday, May 28, 2015

„ფორდ ეჯმა“ NHTSA-სგან ხუთი ვარსკვლავი მიიღო

2015 Ford Edge Crash Test: NHTSA Awards it a 5-Star Overall Rating
28 მაისი
შეერთებული შტატების ახალი ავტომობილების შეფასების პროგრამამ (NCAP), „ფორდის“ ახალი საშუალო ზომის უგზოობის მოდელ „ეჯის“ ქრეშ ტესტები ჩაატარა, რომელთა შემდეგაც, ის ხუთი ვარსკვლავით შეაფასა. ტესტები 1 878-კილოგრამიანი ავტომობილის წინა და სრულ ამძრავიან ვერსიებს ჩაუტარდა.
ფრონტალურ შეჯახებაზე ტესტისას, ავტომობილმა ხუთი ვარსკვლავი როგორც მძღოლის, ასევე წინა მგზავრის უსაფრთხოებისთვის დაიმსახურა. ავტომობილმა იგივე შეფასება მიიღო გვერდიდან შეჯახების ტესტების შემდეგაც. ამასთან, ავტომობილი ერთნაირად კარგად უძლებს როგორც ბოძთან, ასევე ბარიერთან შეჯახებასაც. გადაყირავებაზე ტესტების შემდეგ, ავტომობილმა 4 ვარსკვლავი დამისახურა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ მისი გადაყირავების ალბათობა მხოლოდ 15.4 პროცენტია.
„ფორდ ეჯის“ სტანდარტულ ეკიპირებაში, უსაფრთხოების არაერთი სისტემა შედის. მათ შორისაა წინ აირბალიშები, გვერდითა აირფარდები, ასევე მხრების, მუხლების და თეძოების დამცავი აირბალიშები. მუხლის დამცავი აირბალიში ასევე წინა მგზავრსაც იცავს და ის სახელთათმანე ყუთშია ინტეგრირებული. ეკიპირებაში შედის ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი, შესაძლო შეჯახების გამაფრთხილებელი სისტემა, რომელთანაც მუხრუჭების დამხმარე სისტემაა ადაპტირებული. ეს სისტემა, ავტომობილის წინ მოძრავ სხვა ავტომობილებს აკონტროლებს და კრუიზ კონტროლის დახმარებით, საჭიროების შემთხვევაში, სიჩქარეს თვითონ ამცირებს.
ისევე როგორც „ფორდ მონდეოს“ შემთხვევაში, მყიდველს შეუძლია, უკანა სავარძლების უსაფრთხოების გასაბერი ღვედები შეუკვეთოს. ამ ღვედებში, მინი აირბალიშებია ინტეგრირებული და მკვეთრი დაჭიმვისას, მგზავრს ტრავმისგან იცავს. ჩვეულებრივ ღვედებთან შედარებით, ასეთი ღვედები, დარტყმით ძალას, მგზავრის მხრებზე ხუთჯერ ამცირებს, რაც შეხების ფართობის გაზრდის და ღვედში ჩამონტაჟებული აირბალიშის მეშვეობით ხდება.

No comments:

Post a Comment