Thursday, May 28, 2015

„იაგუარ F-ტაიპ R AWD“ „ბლადჰაუნდ SSC-ის“ ფერებში

Jaguar Unveils F-Type R AWD Bloodhound SSC Rapid Response Vehicle
28 მაისი
„იაგუარი“ პროექტ „ბლადჰაუნდ SSC-ს“ პარტნიორია, რომლის მიზანიც ხმელეთზე სიჩქარის ახალი რეკორდის დამყარებაა. ბრიტანული კომპანია, ბრიტანულ გუნდს საკუთარი ავტომობილებით მოემსახურება და ამგვარად შეიტანს წვლილს დიდი მიზნის მიღწევაში. ამასთან დაკავშირებით, „იაგუარმა“ სპეციალური მოდელი, გრძელი სახელით, „იაგუარ F-ტაიპ R AWD ბლადჰაუნდ SSC რეპიდ რისპონს ვიიქლ (RRV)“ შეიმუშავა.
ამ ავტომობილის პრემიერა ქალაქ ქოვენთრიში, „მოტო ფესტზე“ გაიმართება. ის „იაგუარ ლენდ როვერის“ სატუნინგო შტო SVO-ს (სპეშლ ვიიქლ ოპერეიშნზ) მიერაა შემუშავებული. ავტომობილი აღჭურვილია 5.0-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც მექანიკური დამჭირხნის დახმარებით, 550 ცხენის ძალას ავითარებს. სპეციალურ ავტომობილს, მისი ფერები გამოარჩევს - ეს „ბლადჰაუნდ SSC-ს“ ფერებია, რომლებშიც სარეკორდო ავტომობილია შეღებილი.
„იაგუარი“ გუნდ „ბლადჰაუნდ SSC-ს“ ტექნიკური პარტნიორია. ავტომწარმოებელი თავის პარტნიორს ძრავებითაც ამარაგებს და საინჟინრო გადაწყვეტების შემუშავებაშიც მონაწილეობს. გარდა ამისა, „ბლადჰაუნდის“ გუნდის წევრებს, რეკორდული გარბენის მცდელობისას, სწორედ „იაგუარის“ ავტომობილები მოემსახურება. „იაგუარ F-ტაიპ R AWD“ უკვე მონაწილეობდა კავშირის სისტემების ტესტირებაში.
ის აღჭურვილია იმ რადიო სისტემით, რომელიც რაკეტის ჰიბრიდული ძრავით აღჭურვილ სარეკორდო ავტომობილს გუნდთან დააკავშირებს. ტესტების დროს, რეაქტიული თვითმფრინავი, რომელზეც იგივე რადიო სისტემა იყო დამონტაჟებული, მიწიდან 6 მეტრის სიმაღლეზე, მაქსიმალური სიჩქარით მოძრავი „იაგუარის“ საპირისპირო მიმართულებით, 500 კვანძის სიჩქარით (დაახლოებით 926 კმ/სთ) მოფრინავდა და ამ დროს, ორ მანქანას შორის რადიო კავშირი მყარდებოდა. ტესტებმა ცხადყო, რომ რეკორდული გარბენისას, რადიო სისტემა, პილოტ ენდი გრინსა და „ბლადჰაუნდ SSC-ს“ ბაზას შორის გამართულ კავშირს უზრუნველყოფს.

No comments:

Post a Comment