Jaguar Unveils F-Type R AWD Bloodhound SSC Rapid
Response Vehicle
28 მაისი
„იაგუარი“ პროექტ „ბლადჰაუნდ SSC-ს“ პარტნიორია,
რომლის მიზანიც ხმელეთზე სიჩქარის ახალი რეკორდის დამყარებაა. ბრიტანული კომპანია,
ბრიტანულ გუნდს საკუთარი ავტომობილებით მოემსახურება და ამგვარად შეიტანს წვლილს დიდი
მიზნის მიღწევაში. ამასთან დაკავშირებით, „იაგუარმა“ სპეციალური მოდელი, გრძელი
სახელით, „იაგუარ F-ტაიპ R AWD ბლადჰაუნდ SSC რეპიდ რისპონს ვიიქლ (RRV)“
შეიმუშავა.
ამ ავტომობილის პრემიერა ქალაქ ქოვენთრიში, „მოტო
ფესტზე“ გაიმართება. ის „იაგუარ ლენდ როვერის“ სატუნინგო შტო SVO-ს (სპეშლ ვიიქლ
ოპერეიშნზ) მიერაა შემუშავებული. ავტომობილი აღჭურვილია 5.0-ლიტრიანი V8 ძრავით,
რომელიც მექანიკური დამჭირხნის დახმარებით, 550 ცხენის ძალას ავითარებს. სპეციალურ
ავტომობილს, მისი ფერები გამოარჩევს - ეს „ბლადჰაუნდ SSC-ს“ ფერებია, რომლებშიც
სარეკორდო ავტომობილია შეღებილი.
„იაგუარი“ გუნდ „ბლადჰაუნდ SSC-ს“ ტექნიკური პარტნიორია.
ავტომწარმოებელი თავის პარტნიორს ძრავებითაც ამარაგებს და საინჟინრო გადაწყვეტების
შემუშავებაშიც მონაწილეობს. გარდა ამისა, „ბლადჰაუნდის“ გუნდის წევრებს, რეკორდული
გარბენის მცდელობისას, სწორედ „იაგუარის“ ავტომობილები მოემსახურება. „იაგუარ F-ტაიპ
R AWD“ უკვე მონაწილეობდა კავშირის სისტემების ტესტირებაში.
ის აღჭურვილია იმ რადიო სისტემით, რომელიც რაკეტის
ჰიბრიდული ძრავით აღჭურვილ სარეკორდო ავტომობილს გუნდთან დააკავშირებს. ტესტების
დროს, რეაქტიული თვითმფრინავი, რომელზეც იგივე რადიო სისტემა იყო დამონტაჟებული,
მიწიდან 6 მეტრის სიმაღლეზე, მაქსიმალური სიჩქარით მოძრავი „იაგუარის“ საპირისპირო
მიმართულებით, 500 კვანძის სიჩქარით (დაახლოებით 926 კმ/სთ) მოფრინავდა და ამ
დროს, ორ მანქანას შორის რადიო კავშირი მყარდებოდა. ტესტებმა ცხადყო, რომ რეკორდული
გარბენისას, რადიო სისტემა, პილოტ ენდი გრინსა და „ბლადჰაუნდ SSC-ს“ ბაზას შორის გამართულ
კავშირს უზრუნველყოფს.
No comments:
Post a Comment