Wednesday, May 20, 2015

ჰამილტონმა „მერსედესთან“ ახალი კოტრაქტი გააფორმა

Hamilton concludes new Mercedes F1 deal
19 მაისი
მსოფლიოს ჩემპიონებმა, ლუის ჰამილტონმა და „მერსედესმა“ ახალი კონტრაქტი გააფორმეს, რომლის ძალითაც, ისინი ერთად 2018 წლის სეზონის ბოლომდე იასპარეზებენ. მათ შორის მოლაპარაკება რამდენიმე თვე გრძელდებოდა და ამ დროის განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ბრიტანელი მრბოლი „ფერარიში“ აპირებდა გადასვლას. თუმცა, მონაკოს დიდი პრიზის წინ, მათ ახალი სამწლიანი (2016-2018) კონტრაქტი გააფორმეს.
„მერსედესი ჩემი სახლია და ძალიან ბედიენრი ვარ, რომ აქ კიდევ სამ სეზონს გავატარებ. ეს კომპანია მმართველი საბჭოს წევრები, თუ ქარხნის უბრალო თანამშრომლები, რბოლებზე არიან შეყვარებული და ყველას მუდმივად გამარჯვება სწყურია. გასული სეზონის წარმატების მიუხედავად, ეს წყურვილი კიდევ უფრო გაძლიერდა. ასე ვარ მეც. მანქანა, რომელსაც ამ სეზონში ვმართავ, საუკეთესოა მათ შორის, რომლებიც ჩემს ხელთ ყოფილა. ყოველ სარბოლო უქმეებზე, მისი ზღვარზე მართვა და ყოველ ტრეკზე გამარჯვებისთვის ბრძოლა, უზარმაზარ სიამოვნებას მინიჭებს. მერსეს-ბენცმა ჩემი მხარდაჭერა 1998 წელს დაიწყო და ვამაყობ იმით, რომ ამ კონტრაქტის ბოლოს, ჩვენი პარტნიორობის დაწყებიდან 20 წელი იქნება გასული“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვინც გერმანულ გუნდში „მაკლარენიდან“ გადავიდა.
2013 წლიდან მოყოლებული, რაც გერმანულ გუნდშია, ჰამილტონმა 15 რბოლა მოიგო და 16 პოულ პოზიცია მოიპოვა. გასული სეზონი კი მსოფლიო ჩემპიონის მეორე ტიტულით დააგვირგვინა. ამ სეზონშიც სწორედ ისაა მთავარი ფავორიტი. ხუთი ეტაპის შემდეგ, სამი გამარჯვება აქვს და თანაგუნდელ ნიკო როსბერგს 20 ქულას უგებს.
„ფორმულა ერთში წარმატების მისაღწევად, სტაბილურობაა საჭირო. ჩვენ კი ამ ახალი კონტრაქტით ამ სტაბილურობას ჩავუყარეთ საფუძველი. ლუისმა გასულ სეზონში, მერსედეს-ბენცთან ერთად, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ჩვენთვის პრიორიტეტული იყო მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება. ჩვენ ეს უცებ არ გავაკეთეთ და მოლაპარაკებას გარკვეული დრო დავუთმეთ, რაც გამართლებული იყო. სამაგიეროდ, მყარ შეთანხმებას მივაღწიეთ, რომელიც ლუისის მერსედეს-ბენცთან ასოცირებას შეუწყობს ხელს. ლუისის სპორტული მიღწევები ყველაფერზე მეტყველებს და თანაც, ის კომპანიისთვის შესანიშნავი პიროვნებაა“, - ამბობს „მერსედესის“ შეფი9 ტოტო ვოლფი.
არაოფიციალური ინფორმაციით, კონტრაქტის გათვალისწინებულ სამ სეზონში, ჰამილტონი ხელფასის სახით 140 მილიონ დოლარს მიიღებს.

No comments:

Post a Comment