Tuesday, May 19, 2015

„ფერარიმ“ ტესტების შემდეგ ყველა ტექნიკური სიახლე დაიტოვა

Ferrari commits to update package after Spanish GP investigation
19 მაისი
ბარსელონას ტესტების დასრულების შემდეგ, „ფერარიმ“ ყველა იმ ტექნიკური სიახლის შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო, რომლებიც ესპანეთის დიდი პრიზისთვის მოამზადა და რომლებზეც ეჭვობდა, რომ ბოლიდის გაუმჯობესება არ გამოუწვევია, რადგან „მერსედესთან“ ჩამორჩენა გაიზარდა. ბარსელონს ტესტები მარანელოელებმა სწორედ თავიანთი სიახლეების დაწვრილებით შესასწავლად გამოიყენეს. სხვათა შორის, რბოლისთვის კიმი რაიკონენმა ძველი სპეციფიკაციის SF-15 აირჩია, მაგრამ ამან სასურველი შედეგი არ მისცა.
ბარსელონას ტესტების დროს აღებული ტელემეტრიული ჩანაწერების გაანალიზების შემდეგ, „ფერარიმ“ დაასკვნა, რომ რბოლაში უხეირო მონაწილეობა, ახალი აეროდინამიკური ელემენტების ბრალი არ ყოფილა. ტესტების დროსაც და მარანელოში, კომპიუტერზე ჩატარებულმა ანალიზმაც აჩვენა, რომ ავტომობილის აეროდინამიკური ჩაჭიდება გაზრდილია.
გუნდის დასკვნაში წერია, რომ მანქანას ბარსელონაში მექანიკური ჩაჭიდება აკლდა, რაც მანქანას განსაკუთრებით ტრეკის მესამე სექტორში ეტყობოდა. კერძოდ, ამ სექტორში კვალიფიკაციისას „მერსედესთან“ ჩამორჩენამ 0.462 წამს მიაღწია. არადა, პირველ ორ სექტორში ჩამორჩენა შესაბამისად, 0.160 და 0.207 წამი იყო.
„ჩვენ ვეჭვობთ, რომ ჩვენი მანქანა, სხვებთან შედარებით, უფრო მგრძნობიარეა საბურავების მიმართ, ეს კი რთულ ტრეკებზე მახასიათებლების გაუარესებას იწვევს. ბარსელონაში ჩვენი პრობლემა ის იყო, რომ საბურავები საჭირო სამუშაო კონდიციაში შეგვენარჩუნებინა“, - განმარტავს „ფერარის“ პრესმდივანი. სიახლეების ორმაგი შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ „სკუდერია“ყველა მათგანს მონაკოშიც გამოიყენებს. ამასთან, იქ ქალაქის ტრასისთვის სპეციფიკურ სიახლეებსაც გამოიყენებენ.

No comments:

Post a Comment